ახლად გახსნილი სასტუმროსთვის სამი თვით დაკეტვა ძალიან მძიმე აღმოჩნდა - სასტუმრო „მონოგრაფი“ ისევ გაიხსნა

ახლად გახსნილი სასტუმროსთვის სამი თვით დაკეტვა ძალიან მძიმე აღმოჩნდა - სასტუმრო „მონოგრაფი“ ისევ გაიხსნა

access_time2020-06-11 19:00:02

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“, რომელიც პანდემიის გავრცელებამდე,  თებერვლის დასაწყისში გაიხსნა და მხოლოდ ერთი თვე შეძლო ბაზარზე ოპერირება, კვლავ ფუნქციონირებს.  როგორც სასტუმროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, ვიზიტორების აქტიურობა ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე თვალშისაცემია. მიუხედავად ამისა, თათული ღვინიაშვილი განმარტავს, რომ ახლად გახსნილი სასტუმროსთვის სამი თვით დაკეტვა ძალიან მძიმე აღმოჩნდა.


ჩვენი ლოკაცია, თავისუფლების მოედანი ფაქტობრივად ქალაქის ათვლის წერტილია. თებერვალში საკმაოდ ძლიერი სტარტი ავიღეთ და ერთ თვეში მოგვიწია სასტუმროს დაკეტვა, შესაბამისად, ბაზარზე ოპერირება   ცოტა ხანს შევძელით. ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის სასტუმროს დახურვა პანდემიის გამო. ეს იყო მძიმე სამი თვე, რადგან დიდი რესურსი ჩაიდო სასტუმროს ამუშავებაში. შემდეგ დავიწყეთ Covid 19-თან ადაპტირებაზე ფიქრი და გამოიკვეთა მიმართულებები, რა კუთხითაც უნდა გვემუშავა.  მალევე სახელმწიფომ გაავრცელა კონკრეტული სამუშაო გეგმა სასტუმროს ბიზნესისთვის. აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ყველა რეკომენდაცია დაცულია.  მიუხედავად ყველაფრისა,  დისტანციურად ვმუშაობდით, რომ წამოწყებული საქმეები არ შეგვეჩერებინა და ვისახავდით სამომავლო გეგმებს. ვეცადეთ, რომ თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა  შეგვენარჩუნებინა.


8 ივნისს გაიხსნა რესტორნები და უნდა აღინიშნოს, რომ გახსნიდან ყოველი დღე გვაქვს დატვირთული. რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს, ველოდებით საზღვრების გახსნას. თუმცა, ადგილობრივი ტურიზმის სტიმულირებისთვის მოსახლეობას სხვადასხვა შეთავაზებებს გავუკეთებთ,“ - აცხადებს თათული ღვინიაშვილი.





ამჟამად, სასტუმროს მენეჯმენტში ჩართულია შვეიცარული საკონსულტაციო კომპანია „დევპორტი“ და მისი წარმომადგენელი მანუელ ლოხერი. „მონოგრაფის“  გუნდი სწორედ  კომპანიასთან ერთად მუშაობს მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კონკრეტული პროექტების შესახებ თათული ღვინიაშვილი ინფორმაციას არ ასაჯაროვებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სიახლები მოსალოდნელია და ეტაპობრივად გახდება ცნობილი.


„ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს და გახსნის დღიდან ვმუშაობთ ამ საკითხზე . გვქონდა შეხვედრები დისტანციურად და  მომავალშიც გავაგრძელებბთ. ჯერ არ გავავრცელებთ ინფორმაციას რა პროცესები მიმდინარეობს, თუმცა  ნელნელა ყველაფერს გავაჟღერებთ,“-აღნიშნა ღვინიაშვილმა.


Monograph-ი თავისუფლების მოედანზე ბუტიკური „ლაქშერის“ ტიპის სასტუმროა, სადაც ერთიანდება 36 ნომერი, ტერასა, რესტორანი „სომინი“.  ეს არის პირველი სასტუმრო საქართველოში, რომელიც კლასიკური ლაქშერის მინიმალისტურ მიმართულებას სთავაზობს მომხმარებელს.


სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100-ამდე ადამიანია დასაქმებული.


გასულ წელს პროექტის განმახორციელებელი კომპანია Well house-ი განმარტავდა, რომ საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა სასტუმროში არ იგეგმება და „მონოგრაფი“ ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდა. მათივე ინფორმაციით, ინვესტიციის ოდენობა 20 მილიონი დოლარი იყო.

 

მარიამ მორგოშია



თეგები:
მონოგრაფი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up