საგარეო ვაჭრობის ბრუნვა იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით $1.654 მლრდ-მდე შემცირდა. წლის პირველ ორ თვეში ექსპორტზე სულ $495 მლნ-ის პროდუქცია გავიდა - კლება 6.8%, იმპორტის მოცულობა კი უფრო მეტად - 14.1%-ით $1.159 მლრდ-მდე შემცირდა.
რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს $665 მლნ-ით მან მთლიანი ბრუნვის 40.2% შეადგინა.
ცალკე აღებულ თებერვალში ექსპორტი 3%-ით $270 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 12%-ით $618 მლნ-მდე შემცირდა.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემებს საქსტატი 19 მარტს გამოაქვეყნებს.