თეა წულუკიანი - მართლაც თუ არსებობს თანხა, რომელიც მავანმა თვითმფრინავების დასაქირავებლად შეაგროვა, მინდა, მას თუ მათ მოვუწოდო, ეს თანხა მთლიანად ჩარიცხონ საქართველოში შექმნილ ფონდში

თეა წულუკიანი - მართლაც თუ არსებობს თანხა, რომელიც მავანმა თვითმფრინავების დასაქირავებლად შეაგროვა, მინდა, მას თუ მათ მოვუწოდო, ეს თანხა მთლიანად ჩარიცხონ საქართველოში შექმნილ ფონდში

access_time2020-03-31 23:40:50

თუ ეს ტყუილი არ არის და მართლაც არსებობს რამე თანხა, რომელიც მავანმა შეაგროვა თუ დონორებისგან მიიღო იმისთვის, რომ თვითმფრინავები იქირაოს, მინდა, მას თუ მათ მოვუწოდო, ეს თანხა მთლიანად ჩარიცხონ ფონდში, რომელიც საქართველოშია შექმნილი, ისე, რომ თავისთვის თეთრიც არ დაიტოვონ, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

 

„ამ ფონდში 82 პირმა 20 მილიონამდე ლარი უკვე ჩარიცხა. ფონდი გამჭვირვალედ იმართება და ეს 82 პირი, რომელმაც 20 მილიონი ლარი ჩარიცხა, ენდობა საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც უკეთ იცის, როგორ მართოს ეს თანხა კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, ახლა კეკლუცობის და იაფფასიანი სპეკულაციების დრო არ არის, რასაც ოპონენტები მიჩვეული არიან.

 

„ახლა იმის დროა, ყველა დასერიოზულდეს და თუ ვერ სერიოზულდება, აიღონ ეს ფული, თუ მართლაც არსებობს და ფონდში ჩარიცხონ. ეს რეალურად დაეხმარება პრევენციას და იმ ადამიანებს, ვინც დაავადებულია, ან საქართველოში ჩამოსვლა სურს, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, ვირუსი მძვინვარებს“, – განაცხადა წულუკიანმა.


 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ოპონენტები სანთლით ეძებენ საკითხებს, თუ რა უსაყვედურონ ხელისუფლებას, რადგან პოლიტიკურ სცენაზე თითქმის უკვე აღარ, თუ ვეღარ ჩანან.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების მხრიდან მიმდინარეობს საკითხების ძებნა, ვაითუ, ხელისუფლებამ რამე ხარვეზი და შეცდომა დაუშვას, რომ შემდეგ, აქედან რაღაც ააგონ. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს – ჩვენ ფული ვიშოვეთ, ამ ფულით მოდით, ჩვენს თანამემამულეებს ჩამოვიყვანთო და ხელისუფლებას რაღაცას მოუწოდებენ, ეს არის ღია კარის მტვრევა. ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ამ პროცესის ფლაგმანი, ყველაფერს აკეთებს. ყოველ დილით, პრემიერ-მინისტრი საკითხების ნუსხაში სწორედ ჩვენი თანამემამულეების საკითხს გადის. ჩვენი პრემიერი დღეს მაგალითად, ჩვენს არასრულწლოვან თანამემამულეებზე იყო შეწუხებული და ზრუნავს იმაზე, რომ უცხოეთში მყოფი ამგვარი პირები პირველ რიგში დაბრუნდნენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, თუ ადამიანი პოლიტიკური სპეკულირებით არ არის დაკავებული, ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს რამე მოწოდების ადგილი.

 

„ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ძალისხმევით ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს ასეულობით მოქალაქე. მიმდინარეობს მათი ეფექტური მართვა კარანტინის, თუ მკურნალობის რეჟიმში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

1tv.ge





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up