თეა წულუკიანი – „ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი მუდმივ კონტაქტში ვართ ამომრჩეველთან“

თეა წულუკიანი – „ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი მუდმივ კონტაქტში ვართ ამომრჩეველთან“

access_time2020-10-27 14:21:59

„ბოლო დღეების განმავლობაში და მანამდეც, ვხედავთ გამოქვეყნებულ სხვადასხვა კვლევას. ჩვენი პარტია და თითოეული ჩვენგანი მუდმივ კონტაქტში ვართ ამომრჩეველთან. ყველაფერი მოწმობს იმას, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს გუნდს, აქვს ამომრჩევლის 60%–მდე მხარდაჭერა“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმაც და ამას აჩვენებს მათი ორგანიზებით გაკეთებული სხვადასხვა ღონისძიება, რასაც თავადაც ატარებენ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით მხარდამჭერების განწყობები და დათვლაც კარგად შეგვიძლია - ეს არის რეალობა.



მათ იციან, რომ არჩვევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, რომლის ერთ–ერთ კომპონენტზეც დღეს მინდა გესაუბროთ. ამ სქემის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები შეეცდებიან, რომ შექმნან როგორც ამჟამად ქმნიან და მანამდეც ქმნიდნენ, ცრუ ინფორმაციები, ხოლო ეს ცრუ ინფორმაციები, არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში შექმნან იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებას ვერ გაართვეს თავი და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ განახორციელონ გარკვეული ქმედებები. ეს სქემა არსებობს და სწორედ ამ სქემის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ჩვენ, ხაზს ვუსვამ, ღია ინფორმაციებზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით, „ქართული ოცნების" მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა, მინდა დღეს წარმოგიდგინოთ.



დასაწყისისთვის, ყველას მინდა შევახსენო, რომ რამდენიმე დღის წინ, ეუთოს ODIHR-მა, გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, ვციტირებ, რომ „საქართველოში სადამაკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული“ - სწორედ ამ შესავალს გავაგრძელებ.



რა თქმა უნდა, ამ კონსტატაციას ვეთანხმებით და ვიტყვი, რომ წელს, თავისთავად მისასალმებელია, რომ დამკვირვებელთა რიცხვი მინიმუმ გაორმაგებულია. თუ ჩვენ შევხედავთ საპრეზიდენტო არჩევნებს, მაშინ თქვენ გახსოვთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რიცხვი იყო 60–ის ფარგლებში, უფრო კონკრეტულად 62. წელს მათი რიცხვი, ვინც რეგისტრირებული, შეადგენს 129 ორგანიზაციას. თუ გაჩნდა კითხვა, რატომ რეგისტრირდება ამდენი ორგანიზაცია, პასუხი მარტივია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, შემოვიტანეთ მსოფლიშო ერთ–ერთი ყველაზე ლიბერალური საარჩევნო სისტემა. ამ ლიბერალური და დემოკრატიული საარჩევნო სისტემით, როგორ სარგებლობს ზოგიერთი, ახლა კონკრეტულად ამის შესახებ მინდა მოგახსენოთ.



ჩვენი ანალიზით, 129 სადამკვირვებლო ოგანიზაციიდან ერთი მეოთხედი, 32 მათგანი ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზოციურ პარტიებთან ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებულია. ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას, 20 ორგანიზაციაა ასეთი, 8 ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს ნაციონალური მორაობის ერთ-ერთ დანაყოფს „ევროპულ საქართველოს" და ასევე არის 2 ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცაია, ასევე ნაციონალური მოძრაობის მორიგ, ერთ-ერთი დანაყოფის სახელზე, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელი“. 2 ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია „პატრიოტთა ალიანს“-თან არის კავშირში მყოფი.




თქვენ გადმოგეცემათ ანალიტიკური მასალა, სადაც ეს ყველაფერი დეტალურად ახსნილია, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა მხოლოდ რამდენმე მაგალითი მოვიყვანო, რომლებიც ყველაზე მეტად თვალსაჩინოა და სწორედ ამ სქემის ნაწილია, ჩვენი ბრიფინგიც სწორედ ამ სქემის ამოქმედების პრევენციას ეძღვნება.



მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს , რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დააკვირდება ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბი", რომლის დამფუძნებელიც არის ნაციონალური მოძრაბის სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისა დღესაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. სწორედ ბატონი მურთაზ ზოდელავა და შაშკინი როგორც ჩანს ,, დააკვირდებიან" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ შემოგთავაზებენ თავიანთ ვითომ და ძალიან ნეიტრალურ შეფასებებს.



ასევე ე.წ. დამკვირვებლად რეგისტრირებულია მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ სამგორში, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. მე ძალიან ახლო კონტაქტი მაქვს სამგორის ამომრჩეველთან, კარდაკარის მონაწილეც გახლავართ ამ რაიონში და მინდა ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს ძალიან მწირი , თუ არ ვიტყვი არარსებული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი - არჩევნების ბედს წყვეტს ხალხი, მთავარია ის, რომ ეს კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის, თავის თავს მიიჩნევს ასევე დამკვირვებლად, არის რეგისტრირებული დამკვირვებლად და როგორც ჩანს საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და შემდეგ ,,ნეიტრალურ“ შეფასებებს შემოგვთავაზებს.



ასევე ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალი ხედვა საქართველო“ თავმჯდომარეა ნაციონალური მოძრაბის მრავალგზის შემწირველი და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი, ყველასთვის ცნობილი გიგა ნასარიძე - ესეც ვითომ დამკვირვებელია, თავი რომ დავანებოთ ისეთ ცუდად ცნობილ ორგანიზაციებს, როგორებიც არიან „თავისუფალი ზონა ახალგაზრდა თაობა“ და სხვები, ვისაც ალბათ შეგვიძლია ყველაფერი დავაბრალოთ გარდა იმისა, რომ ისინი შეიძლება იყვნენ ნიტრალური დამკვირვებლები.



ამ ყველაფრით, ფაქტებით დასტურდება ის, რაც ,,ოდირმა“ უკვე თავის შეუალედურ ანგარიშში თქვა, რომ ე.წ. დამკვირვებელი ორგანიზაციების დიდი ნაწილი სწორედ ოპოზიციურ პარტიებთან და ზოგადად პარტიებთან არის აფილირებული. ასევე არის ორგანიზაცია, რომელსაც ასეთი აბსურდული სახელი აქვს - „მშვიდობის ლეგიონი ფენიქსი“, რომლის თავმჯდომარეც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ წერედიანია, მაგრამ ჩემი აზრით, ცალკე აღნიშვნის ღირსია სამოქალაქო პლატფორმა „2020“, რომელიც 2009 წელს ყველას გახსოვთ ალბათ ,,ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის'' სახელით დაარსდა და სულ ახლახანს, ივლისის თვეში მიმდინარე წელს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ბატონი ლაშა ფარულავას განცხადების საფუძველზე, ორგანიზაციამ გადაწყვიტა რომ შეეცვალა სახელი. ეს ის ორგანიზაცია იყო, ვის და მედიას კარგად გახსოვთ 2014-2016 წლებში არჩევნების დროს, სადამკვირვებლო საქმიანობაში რა თქმა უნდა ჩართულნი იყვნენ და მათი წარმომადგენლები გახსოვთ, რიგ შემთხვევებში ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს და უფრო მეტიც, ზოგიერთ უბანზე კომისიის, საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილებებსაც კი ითავსებდნენ და ამომრჩეველს უთითებდნენ თუ რომელ კაბინაში შესულიყვნენ და როგორ მოქცეულიყვნენ, მაგრამ მათ შეიცვალეს სახელი, თითქოს და სახელის ცვლილებით შეიცვლიდნენ თავიანთ მრწამსა და საქმიანობის სტილს - წელს უკვე დაიწყეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აქტიური კრიტიკა, რადგან ამ ინსტიტუტზე უსაფუძვლო დარტყმებით, მეც მახსოვს არაერთი არჩევნების დროს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეობისას , როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინსტიტუტის შერყევას.



როგორც ჩანს ამ სქემის ნაწილია, რომ წელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის კრიტიკა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, აქტიური მიმართულება. ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ვგულისხმობ სამოქალაქო პლატფორმას „2020“ , უკვე გადარქმეული ასეთი სახელით არის ვასო ურუშაძე, პროგრამული დირექტორი ლაშა ფარულავა. ეს არის ნიკა მელიასა და დავით საყვარელიძის ახლო გარემოცვა. ლაშა ფარულავა გახსოვთ 2016 წელს იყო ,,ნაციონალური მოძრაობის მცხეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე . ეს არის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით რადიკალური განცხადებებით გამოირჩევა. ამ ორგანიზაციის შვილობილია მორიგი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ ჰაბი საქართველო“, სადაც კვლავ ურუშაძე და ფარულავა არიან გამგეობის წევრები, ხოლო „ჰაბი საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე და ხელმძღვანელი, დიდი დამკვირვებელი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის „სოდის“ , (სოდი ყველას გვახსოვს რაც იყო) მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას ძმა გიორგი კოდუა, რომელიც ამ არჩევნებს მოევლინა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ,,მიუკერძოებელი“ დამკვირვებელი.



ასევეა ,,მოძრაობა საქართველოს-ერთობისა და გაერთიანების“ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლის წევრია ელენე ოზაშვილი, რომელიც 2017 წელს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და ახლა ამ არჩევნებზე იგივე ელენე ოზაშვილი გახლავთ „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში ანუ კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც საკუთარი თავის არჩევას ,,დააკვირდება“ და თუ არ მოეწონა შედეგი იტყვის, რომ გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი და შემდეგ შეიქმნება მორიგი კასკადი ცრუ ახალი ამბებისა, ცრუ სკანდალებისა და დარღვევებისა.



რაც შეეხება სტრატეგია აღმაშენებელს - აქ გვაქვს ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია სახელით „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“, სადაც გამგეობის წევრები არიან სტრატეგია აღმაშენებლის პროპორციული სიის მესამე ნომერი, პაატა მანჯგალაძე, მეჩვიდმეტე ნომერი-ლაშა დიაროვი და ეს ხალხი ისევ და ისევ საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და ამას ეძახიან მიუკერძოებელ სადამკვირვებლო საქმიანობას.



ბოლოს ყურადღებას შევაჩერებ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სიტყვა ქართულზე“, რომელიც ,,პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ არჩევნების წარმართვას დააკვირდება - ესეც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციაა და აქ არის გამგეობის წევრი , ბატონი ფრიდონ ინჯია, რომელიც ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ ამ არჩევნებზე პარტიული სიის, პატრიოტთა ალიანსის პროპორციული სიის მეშვიდე ნომერია და მსხვილი შემწირველი ამ პარტიისა. ეს არის რამდენიმე, ყველაზე თვალსაჩინო და მყვირალა მაგალითი იმისა, თუ როგორ სარგებლობენ „ქართული ოცნების“ მიერ შემოტანილი ლიბერალური, გამჭირვალე საარჩევნო მოდელითა და სისტემით ოპოზიციური პარტიები იმისთვის, რომ შექმნან ცრუ ამბები ვითომდა დარღვევებთან დაკავშირებით, როგორ გააკრიტიკონ უსაფუძვლოდ ის ინსტიტუტი, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ჰქვია და რეალურად არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში შექმნან მთელი კასკადი პროვოკაციებისა, რომელიც ჩვენ როგორც ვიცით ნამდვილად არის გეგმაში. ეს ანალიტიკა, რომელიც თქვენ დაგირიგდათ არის თარგმნილი, ისინი მოეწოდება ,,ოდირს“, ასევე რეალურ დამკვირვებლებს, რომლებიც მადლობა ღმერთს მრავლად არიან შიდა ბაზარზეც, შიდა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. მე მინდა თქვენ, მედიას ჩვენი პარტიის სახელით მოგიწოდოთ, რომ ამ ვითომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up