თეა წულუკიანი - არც ერთი უცხოელის სახელზე დღეს სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა

თეა წულუკიანი - არც ერთი უცხოელის სახელზე დღეს სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა

access_time2018-12-10 18:50:23

იუსტიციის მინისტრი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა.


მისივე თქმით, არსებული ვნებათაღელვა არის ღია კარის მტვრევა.


წულუკიანი აღნიშნავს, რომ დღეს აქციის გამო, ათასობით ადამიანმა ვერ შეძლო დროული მომსახურების მიღება.



„როდესაც საკუთარ აზრს გამოვხატავთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის იუსტიციის სახლში დღიურად მოდის 10 ათასამდე ადამიანი, ზოგს პასპორტი აქვს ასაღები და რამდენიმე საათში ფრენა აქვს, ზოგს ეჩქარება, სამშობიაროში მეუღლესთან დაბრუნდეს და დაბადების მოწმობა წაიღოს. ბევრი სხვა ტრანზაქცია ტარდება დღის განმავლობაში. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს დღეს საპროტესტო აქციამ ხელი შეუშალა. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხვალიდან მომსახურება განახლდება და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იქნება თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელი ბლოკირებული. დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვნებათაღელვა არის უადგილო და არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ დ სხვა მოქალაქეების პატივისცემისკენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალიდან ეს შესაძლებელი იქნება“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.


თბილისში, იუსტიციის სახლთან უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ანტიქართულს“ უწოდებენ.


შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.






რომან კაკულია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის ინიციატივით გამოდის

რომან კაკულია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციის დანერგვის ინიციატივით გამოდის
access_time2019-01-24 13:30:09
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე 13 პროცენს აღემატება და ქვეყანაში დაუსაქმებელთა კომპენსაციის მექანიზმის შემოღების ინიციატივით გამოდის. “უნდა გვქონდეს მექანიზმი, რომ ადამიანისთვის, რომელიც დაკარგავს სამსახურს, მის მიმართ გვქონდეს პასუხი - რა ვუთხრათ “საბაზრო ეკონომიკაა და შენთვის პასუხი არ გვაქვს?” მე ვფიქრობ, რომ თუნდაც სიმბოლურად უნდა შეიქმნას...

“ვისოლ ჯგუფის” პირველი პიცერია „ვენდის“ ვაკის ფილიალში გაიხსნა

“ვისოლ ჯგუფის” პირველი პიცერია „ვენდის“ ვაკის ფილიალში გაიხსნა
access_time2019-01-24 12:40:07
„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში მოხდება, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება.   როგორც „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე განმარტავს, პიცერიის გახსნის იდეა ბაზარზე პროდუქტის მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. ამ პროექტის მაღალი ხარისხით შესრულების შემთხვევაში კი იდეა წარმატებული იქნება. მისივე თქმით იდეაზე...

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...


მსგავსი სიახლეები

up