„თეა გოდოლაძის შპს „სეისმიკ კონსალტინგ“ ყიდის სეისმურ დასკვნებს, ქმნის მონოპოლიას და სფეროში კორუფციულ რისკებს ზრდის“

„თეა გოდოლაძის შპს „სეისმიკ კონსალტინგ“ ყიდის სეისმურ დასკვნებს, ქმნის მონოპოლიას და სფეროში კორუფციულ რისკებს ზრდის“

access_time2021-08-23 14:00:36

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტებებს მოითხოვს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძის პარტნიორობით მოქმედი კომერციული ორგანიზაციის მხრიდან. საქმე ეხება ბათუმის ერთ-ერთი ბრენდული სასტუმროს მშენებლობის პროცესში გაცემულ დასკვნას, რომელიც სავარაუდოდ, კორუფციული დოკუმენტის შეფასებას ტოვებს, – ამის შესახებ „ახალგზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.


როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავენ, 2009 წელს, კომპანიამ „სეისმიკ კონსალტინგი“, რომლის დირექტორიც იმჟამად იყო თეა გოდოლაძე (კომპანიის პარტნიორი 40% წილით), გასცა დოკუმენტი სახელწოდებით: „სეისმური საშიშროების ალბათური შეფასება გრუნტის ლოკალური პარამეტრების გათვალისწინებით (სეისმური მიკროდარაიონება) სასტუმრო შავი ზღვის სამშენებლო უბანზე, ქ. ბათუმში გრუნტის საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების კვლევა სეისმო-საძიებო მეთოდების გამოყენებით“. სახელმწიფომ აღნიშნული დოკუმეტი დაიწუნა, რამდენადაც, მისი მხრიდან შემდგომში არ გაცემულა დადებითი რეკომენდაცია და თანხმობა ამ დოკუმეტთან მიმართებით.


როგორც „ახალგზრდა ადვოკატები“ აღნიშნავენ, აღმოჩნდა, რომ დოკუმენტში ადგილი ჰქონდა ისეთ შეცდომებს, როგორიცაა სქემატური რღვევითი ტექტონიკის მოდელების გამოყენება, სეისმური კერების ზონების არასწორი პარამეტრიზაცია, უზუსტობები პიკური აჩქარების დაცხრომების არჩევაში და ა.შ. რაც არ იძლეოდა ქ. ბათუმში სასტუმროს მშენებლობის მოედნის სეისმური საშიშროებოს ობიექტურ, სწორ შეფასებას.


დოკუმენტის მიხედვით, სეისმური საშიშროების სიდიდე მნიშვნელოვნად იქნა დაწეული (0.07 გ) და ამ გათვლაზე დააყრდნობით აგებულ მაღლივ შენობას მომავალში დაემუქრებოდა მნიშვნელოვანი საფრთხე.


უფრო კონკრეტულად და კერძოდ კი საქმე ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის ბრძანების (#1-1/2284) თანახმად, რომელიც შეეხება სამშენებლო ნორმებისა და წესების – „სეისმომედეგი მშენებლობა“ (პნ 01.01.09) დამტკიცებას, სეისმური საშიშროების რუკაზე, სეისმურობის უგანზომილებო კოეფიციენტი ქ. ბათუმთან მიმართებით, 7-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, წარმოადგენს 0.09g-ს.


იმისთვის, რომ ქ. ბათუმში, ასაშენებელ ობიექტზე 0.07g-ს მითითებით სეისმური კოეფიციენტი გაზიარებულიყო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ უნდა წარდგენილიყო სპეციალური კვლევა, რომელიც დაასაბუთებდა სეისმური საშიშროების რუკაზე, ქ. ბათუმთან მიმართებით დადგენილი 0.09g კოეფიციენტის უარყოფას და შეცვლის დასაშვებობას, თუმცა შეცვლილი კოეფიციენტის დამტკიცებას სჭირდებოდა მინისტრის შესაბამისი ხელმოწერა და გადაწყვეტილება.



სწორედ ამ პროცედურების გათვალისწინებით, შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დასკვნა შესაბამისი თანხმობის მიღების მიზნით, რეგისტრირდა სამინისტროში, თუმცა მინისტრმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. შესაბამისი შეფასების მისაღებად, დასკვნა გადაგზვანილი იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართ, აკადემიამ კი თავის მხრივ შეფასებისთვის მიმართა მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტს.


შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დასკვნაზე მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების მხრიდან წარმოდგენილი იქნა შეფასებები, რომლითაც გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები და უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა დასკვნის მიმართ (2012 წ). შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დასკვნა, საბოლოოდ, სამინისტრომ არ დაამტკიცა.


„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დაწუნებული ანგარიში, შესაძლოა, მომზადებულიყო ბიზნესს-ჯგუფთან ფარული და უკანონო გარიგების საფუძველზე, რამდენადაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ინვესტორი, მშენებლობისას, შეუდარებლად იაფ ხარჯს სწევს, როდესაც ობიექტის სეისმური მდგრადობა შეფასებულია დაბალი ნიშნულით. როგორც არინიშნა, ამ დასკვნის მომზადების დროს თეა გოდოლაძე შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, – ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


„ახალგაზრდა ადვოკატები“ იქვე მიუთითებს, რომ შპს სადღეისოდ „სეისმიკ კონსალტინგი“ მოქმედი, სფეროში წარმატებული კომპანიაა, რომლის 40% წილის მფლობელი კვლავ თეა გოდოლაძეა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი. ამ ცენტრს აქვს გამოკვეთილი და კატეგორიული პოზიცია, არ გასცეს ცენტრში დაცული ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია.


ორგანიზაციის შეფასებით, ეს ფაქტი ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს არა მხოლოდ ქცევის პროფესიულ კეთილსინდისიერებასთან, არამედ არაჯანსაღ კომერციულ ინტერესებთან დაკავშირებითაც.


ფაქტობრივად, ამ პირველად სეისმურ მონაცემებს ფლობს მხოლოდ აღნიშნული ცენტრი და მას წარმატებით, კომერციული მიზნებისთვის იყენებს შპს „სეისმიკ კონსალტინგ“, რითაც ცენტრის დირექტორი პირადი კომპანიის მეშვეობით ქმნის სფეროში ფუნქციურ მონოპოლისტს, კლავს ჯანსაღ კონკურენციას, ხოლო შპს „სეისმიკ კონსალტინგის“ დასკვნებისა და შეფასებების შემოწმება ვერ ხდება თანაბარი, ალტერნატიული დასკვნებითა და შეფასებებით, რადგანაც შედარებითი ანალიზისთვის საჭირო, ავთენტური და ობიექტური ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის არც ერთი მეცნიერისა და სპეციალისტისთვის.


აღნიშნული კონტროლის ფუქნცია, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ნ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტს, რომელიც მრავალი წელია თეა გოდოლაძისგან უშედეგოდ მოითხოვს სეისმურ მონაცემებზე დაშვებას.


„ახალგაზრდა ადვოკატბი“ მიიჩნევს, რომ საკითხის გაუმჭვირვალობა აჩენს არა მხოლოდ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამატების რისკებს, არამედ ქმნის სავარაუდო ფარაული გარიგებების ალბათობას ბიზნესთან (სასურველი დასკვნების მიღების კუთხით) და შეიცავს სავარაუდო კორუფციის ნიშნებს, რაც მოითხოვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების დაინტერესებას, – აღნიშნულია გავრცელებულ დოკუმენტში.


თეგები:
სეისმოლოგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up