თეა გოდოლაძის ცენტრი მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მონაცემს არც საგანგებო სიტუაციების სამსახურს აწვდის, რაც შეგნებული მავნებლობაა – „ახალგაზრდა ადვოკატები“

თეა გოდოლაძის ცენტრი მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მონაცემს არც საგანგებო სიტუაციების სამსახურს აწვდის, რაც შეგნებული მავნებლობაა – „ახალგაზრდა ადვოკატები“

access_time2021-08-31 20:15:32

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მონაცემებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ აწვდის, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მოვალეობის შესრულებაზე, ცენტრის მხრიდან შეგნებული მავნებლობაა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურთან წარმოებული კომუნიკაციის შედეგად დგინდება, რომ სახელმწიფო დაწესებულება სეისმური მონაცემების დამუშავებას უშუალოდ არ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მაგნიტუდა 3-ს ზემოთ სეისმურ მონაცემებს კი, სწრაფი შეტყობინების სისტემის მეშვეობით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრისგან იღებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების, ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას. თუმცა, იმის გამო, რომ სეისმური მონიტორინგის ცენტრის შეგნებული პოლიტიკის შედეგად, არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ სრული ინფორმაცია არ გააჩნია, არც საქართველოს მთავრობას აქვს ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოვალეობების შესრულება და შესაბამისი მომზადება საზოგადოებრივი თავდაცვის საკითხებში, ფორმალურ ხასიათს იძენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე არ გასცემს ცენტრში დაცულ ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაში დაცულ ინფორმაციას. შესაბამისად, მისი პოლიტიკა, როცა არც სამეცნიერო წრეებსა და არც სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებზე არ გაიცემა მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ არსებული მონაცემები, წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობას.


„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, სეისმური მონიტორინგის ცენტრმა შეცვალოს ეს მანკიერი პოლიტიკა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს სრულად მიაწოდოს მიწისძვრების შესახებ ყველა მონაცემი, რათა უწყებამ შეძლოს რისკებისა და მოსალოდნელი საფრთხეების დროული ანალიზი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თემის სრულფასოვანი შესწავლა 2021 წლის ივლისში დაიწყო. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის ირგვლივ განახორციელოს სამოქალაქო ადვოკატირება, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხი არ გადაწყდება დაინტერესებულ მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით ან/და მთავრობის ჩარევის გარეშე.

BFM.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up