თეა გოდოლაძეს  საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიაც ამხელს - არჩილ კაიკაციშვილი

თეა გოდოლაძეს საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიაც ამხელს - არჩილ კაიკაციშვილი

access_time2021-08-11 15:55:02

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ამ დრომდე სდუმს სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხზე დასმულ შეკითხვებზე და ჩვენ არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პოზიციაზე ვიცით ცენტრის დირექტორის, ქალბატონ თეა გოდოლაძის პირადი პოზიცია. აკადემიამ, გოდოლაძე, ფაქტობრივად, არაკეთილსინდისიერებასა და კანონდარღვევაში ამხილა“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ნ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერების მოთხოვნით, სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხზე ადვოკატირების პროცესშია ჩართული.

 

კაიკაციშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სამეცნიერო მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მრჩეველს წარმოადგენს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. სწორედ მეცნიერებათა აკადემიაა უფლებამოსილი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით დარგებში შექმნას კომისიები და განიხილოს საკითხები. ორგანიზაციამ შესწავლის ფარგლებში წერილით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და მოისმინა ოფიციალური პოზიცია საკითხზე, ვის ეკუთვნის სეისმური მონაცემები საქართველოში.

 

„ჩვენ ხელთ გვაქვს მტკიცებულება, რომელიც სეისმური მონაცემების ღიაობის საკითხზე ყველა მოწინააღმდეგეს ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს აცლის. ფაქტობრივად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია მთავრობის სახელით პოზიციის დაფიქსირება ან მთავრობისთვის ამა თუ იმ პოზიციის მართებულობის შეთავაზება.

 

შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართეთ აკადემიას საკითხის გასარკვევად, ხოლო წერილს, რომელიც 2021 წლის 22 ივლისს გამოგვეგზვანა, ხელს თავად აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი კვესიტაძე აწერს.


 

დოკუმენტის თანხმად, აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილებამ 5 აკადემიკოსისა და აკადემიის 2  წევრ-კორესპონდენტის შემადგენლობით, კიდევ ერთხელ იმსჯელა თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შესმწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს შორის არსებულ დავაზე. მეცნიერებათა აკადემია მიიჩნევს, რომ მ. ნოდიას სახ. გეოფიზკის ინსტიტუტის მოთხოვნა, მისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში დაცული ე.წ. საწყის მონაცემთა ბაზებზე ხელმისწავდომობასთან დაკავშირებით - სამართლიანია. წერილში აღნიშნულია, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მხარებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და ილიას უნივერსიტეტის შესაბამისი ერთეულის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს ამ მონაცემების გადაცემაზე“ - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი.

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის განმარტებით, საინტერესოა, რა ფასს იხდის თეა გოდოლაძე არა მხოლოდ გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებთან ასეთი დამოკიდებულებით, არამედ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, ანუ მეცნიერების დარგში მთავრობის მრჩეველ ინსტიტუტთან, ღია დაპირისპირებით და რატომ არ რეაგირებს პრობლემის კვალიფიციურ მოგვარებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია. ან, რატომ არ ხდება თეა გოდოლაძის ქმედებების მიმართ სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენება.

 

კაიკაციშვილის განმარტებით, ფაქტია, რომ საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიაც თეა გოდოლაძეს ამხელს. მით უფრო, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული საჯარო დაწესებულებაა და ღიაობის კუთხით, სრულიად კარჩაკეტილი აღმოჩნდა, ასეთი ფაქტი კი, როგორც რექტორ ზედანიასთან, ასევე თეა გოდოლაძის ინტერესებთან მიმართებით, არაერთ სხვა შეკითვას ბადებს.

 

ცნობისთვის: საკითხი შეეხება ქვეყნის სეისმურ მონაცემებს, რომელსაც ფლობს და დღემდე ამუშავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. ირკვევა, რომ დაწესებულება უარს ამბობს გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის ხელმისწავდომი გახადოს სეისმური მონაცემები და განმარტებულია, რომ მეცნიერები აღნიშნულ მონაცემებს იღებენ საერთაშორისო ბაზებიდან, სადაც განთავსებულია მწირი მონაცემები მაგნიტუდა 3-ის ზემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის. ორგანიზაცია დაინტერესდა საკითხის შესწავლით და სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, აქვს თუ არა სახელმწიფოს სეისმური უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ერთიანი ხედვა. ამასთან, რადენად ხელმისწავდომია ან ღია უნდა იყოს სეისმური მონაცემები დაინტერესებული პირებისთვის, მეტადრე სფეროს კვლევით დაინტერესებული მეცნიერებისთვის, რომლთა პრეტენზიები სეისმური მონაცემების ხელმისწავდომობაზე - სამართლიანია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up