თეა ახვლედიანმა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს

თეა ახვლედიანმა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს

access_time2021-09-25 15:17:38

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა  და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა კაირატ აბდრახმანოვმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა უმაღლეს კომისარს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.

თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობასა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან სათანადო რეაგირებისა და მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. თეა ახვლედიანმა ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე, მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის ივლისში დამტკიცდა 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია, რომლის მომზადების პროცესშიც მნიშვნელოვანი იყო უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობა, რაც ითვალისწინებდა დოკუმენტის საერთაშორისო ექსპერტიზის უზრუნველყოფას.


სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის განგრძობადი მხარდაჭერისთვის და ამ მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს აღნიშნული პოლიტიკის მხარდაჭერა. მან ასევე სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია უმაღლესი კომისრის ოფისის თემატური საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდეგ განვითარებასა და გაღრმავებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს
access_time2021-10-20 19:00:27
ბოლო 2-3 წელია, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს ებრძვის და რამდენიმე ათასი ერთეულის ამოღება ოფიციალურადაც დაადასტურა. თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აშკარად ამჟღავნებენ. ენერგეტიკოს გია არაბიძეს აღსრულების მექანიზმი სუსტი ეჩვენება. თუმცა ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის ამოღების ფაქტების საფუძველზე ასკვნის, რომ აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს ენერგომოხმარება 5-7%-ის ფარგლებში შეამციროს. ,,მაინინგს აფხაზეთი ებრძვის...


მსგავსი სიახლეები

up