თეა ახვლედიანის განცხადებით, მთავრობა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

თეა ახვლედიანის განცხადებით, მთავრობა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

access_time2021-02-06 16:50:54

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს. ამის შესახებ ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავება „ერთმნიშვნელოვნად არის უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული“.

„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის 12,5 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გამოტანილი უკანონო განაჩენის თაობაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების შემადგენლობით გაიმართა სიღრმისეული მსჯელობა. შეხვედრაზე ჩვენი კომპეტენციების მიხედვით წარმოვადგინეთ დღემდე განხორციელებული საქმიანობა, ინტენსიური ნაბიჯები, როგორც ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, ისე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო ნაბიჯებზე. ეს შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად არის უკანონო და ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომლის საფუძველზეც რუსეთს ერთმნიშვნელოვნად, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ჩვენს რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით. ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ იმ მიზნით, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქე, რომელიც დღეს არის პატიმრობაში, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).


Ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up