თეა ახვლედიანი პანკისის ხეობას სტუმრობდა

თეა ახვლედიანი პანკისის ხეობას სტუმრობდა

access_time2020-08-28 11:05:17

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, კახეთის რეგიონს სტუმრობდა. სახელმწიფო მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში, თელავში შეხვედრა გამართა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და მუნიციპალიტეტების მერებთან, სადაც განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები.


სახელმწიფო მინისტრი პანკისის ხეობაში გაემგზავრა და სოფელ დუისის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ შორის უხუცესებს, ქალთა საბჭოს წევრებს, პედაგოგებს, ახალგზარდებს და სამოქალაქო აქტივისტებს. სახელმწიფო მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკისთან დაკავშირებული ხედვა გააცნო და მათი ინიციატივებითა და მოსაზრებებით დაინტერესდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრი უხუცესთა საბჭოს წევრებთან ერთად პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია.



„კახეთის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ვიმსჯელეთ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პროცესზე, განვიხილეთ ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და საჭიროებები. სწორედ ამ მიზნით, ასევე ვეწვიე პანკისის ხეობას, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის უხუცესებთან, ქალთა საბჭოს წევრებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზრთა ურთიერთგაცვლა, განსაკუთრებით ახალი სტრატეგიის შემუშავების პირველ, მიმდინარე ეტაპზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამგვარ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, როგორც კახეთის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვა შესაბამის რეგიონებში“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.


თეგები:
პანკისი



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up