თეა ახვლედიანი: მოთხოვნა არსებობს როგორც სეზონურ მუშახელზე, ასევე კვალიფიციურ და მაღალ-კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე

თეა ახვლედიანი: მოთხოვნა არსებობს როგორც სეზონურ მუშახელზე, ასევე კვალიფიციურ და მაღალ-კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე

access_time2019-12-08 13:00:34

 ,,ცირკულარული შრომითი მიგრაციის, როგორც ლეგალური მიგრაციის ერთ-ერთი ფორმის მართვა და ეფექტიანად განვითარება, ეხმიანება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების და სავიზო დიალოგის პროცესის პრიორიტეტებს; ასევე   წარმოადგენს საქართველოს მიგრაციის და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილს”,- საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა,  ჯანმრთელობის, შრომისა  და  სოციალური  დაცვის  მინისტრის  მოადგილემ , თეა  ახვლედიანმა  ტელეკომპანია  „იმედისა“ და  ინტერნეტპლატფორმა  „ჰოლონი“  გადაცემა „ბიზნესქრონიკაში“ ცირკულარულ მიგრაციაზე ისაუბრა.

 მისი თქმით, „ქვეყანაში დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა მთავრობის მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარება კი, ამ პოლიტიკის ერთ-ერთ კომპონენტს, მის საერთაშორისო განზომილებას წარმოადგენს. 

„ქვეყანაში დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა მთავრობის მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს, ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობას.  მათ შორის: საშუამავლო ღონისძიებების გაუმჯობესებას, დამსაქმებლის და სამუშაოს მაძიებლების ინტერესებზე მორგებული ე.წ. ევროპული ტიპის სერვისებისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას,  ასევე, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კვალიფიციური ადამიანური რესურსის განვითარების სიტემის დახვეწას, მომზადება-გადამზადების პროგრამების გაძლიერებას. ცირკულარული შრომითი მიგრაციის განვითარება კი, ამ პოლიტიკის ერთ-ერთ კომპონენტს, მის საერთაშორისო განზომილებას წარმოადგენს. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც  ქვეყნის შიგნით შრომითი მიგრაციის რეგულირების სისტემის სრულყოფაზე, ასევე  საზღვარგარეთ ჩვენ პარტნიორებთან ვაწარმოებთ დიალოგს ცირკულარული შრომითი მიგრაციის კონკრეტულ სქემაზე შეჯერების მიზნით. ამ კუთხით, გაძლიერდა უწყებათაშორისი კოორდინაციის პროცესი და ინსტიტუციური შესაძლებლობები,  ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის ქვეყნებთან“-განმარტავს თეა ახვლედიანი.

მინისტრის მოადგილე საუბრობს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რის დარეგულირებასაც ცირკულარული მიგრაცია შეუწყობს ხელს:


ხელი შეეწყობა არალეგალური მიგრაციის ნაკადების შემცირებას და მართვას. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, სამწუხაროდ, გაიზარდა არალეგალურ მიგრანტთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მოთხოვნათა რაოდენობა, როდესაც,  სულ უფრო მეტ ქვეყანას შევყავართ უსაფრთხო ქვეყნების სიაში;  ცირკულარული შრომითი მიგრაციის შეთანხმებული სქემების  ფარგლებში, დროებით დასაქმების მიზნით წასული მოქალაქეების ადამიანის უფლებები და შრომითი პირობები იქნება დაცული და გათანაბრებული მიმღები ქვეყნის მოქალაქესთან; კარგად მართული ცირკულარული შრომითი მიგრაცია, დროთა განმავლობაში აუცილებლად გამოიწვევს ქართული მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული გამოცდილების გაღრმავებას. დროებითი შრომითი მიგრანტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უფრო კონკურენტუნარიანნი იქნებიან ადგილობრივ შრომის ბაზარზეც”-აცხადებს თეა ახვლედიანი.

რაც შეეხება შესაძლო მოთხოვნად პროფესიებსა  და  ქვოტებს, თეა ახვლედიანის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხები, ზოგადად, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით დარეგულირდება; ასევე - ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტულად განისაზღვრება ქვეყნების მიხედვით. მაგ:  საფრანგეთთან  უკვე ხელმოწერილ  შეთანხმებაში საუბრია წელიწადში არაუმეტეს 500 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობაზე, მაშინ როდესაც ზოგიერთ ქვეყანასთან შესაძლოა საერთოდ არ იყოს რაოდენობრივი შეზღუდვა. ზოგადად, ცნობილია, რომ მოთხოვნა არსებობს როგორც სეზონურ მუშახელზე, ასევე კვალიფიციურ და მაღალ-კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა, ძირითადად, ისეთ პროფესიებზე ვლინდება, რაც უკავშირდება: მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებს (ქვის სპეციალისტების, შემდუღებლის, ელექტრომექანიკოსის ჩათვლით); ციფრულ ტექნოლოგიებს; სარესტორნო და  სასტუმრო სექტორს და სხვა.

მინისტრის მოადგილის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებთან  ცირკულარული მიგრაციის  კუთხით თანამშრომლობას საფუძველი  ჯერ კიდევ 2009 წელს ჩაეყარა, როდესაც ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას „პარტნიორობა მობილობის“ შესახებ. თავად ევროკავშირის დოკუმენტები, როგორიცაა - ევროკომისიის შესაბამისი კომუნიკაციები და ევროდირექტივები, გლობალური მიდგომა მიგრაციისა და მობილობისადმი, ევროპული დღის წესრიგი მიგრაციაზე და სხვა - ხაზს უსვამს საკითხის აქტუალობას ევროკავშირის ქვეყნებისთვის და არეგულირებს ამ სფეროს.





500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up