თეა ახვლედიანი: „კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გაიზარდოს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები

თეა ახვლედიანი: „კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გაიზარდოს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები

access_time2021-02-21 18:24:47

„კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის როლი და ჩვენს გაძლიერებულ ძალისხმევასთან ერთად, სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია, რათა გაიზარდოს წნეხი საოკუპაციო რეჟიმზე, შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, მოხდეს ამჟამად უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლება; მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებებზე წვდომის საშუალება; აღდგეს ადამიანების ღირსეული ცხოვრების პირობები - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და საკუთრების უფლების აღდგენის ჩათვლით; შეწყდეს ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროება; უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე; ასევე, აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. 


ჩვენ განვაგრძობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას, რათა, ისევდაისევ საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით მივაღწიოთ რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სხვა უწყებებთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა აღნიშნულ და შერიგების პოლიტიკის ყველა სხვა მიმართულებაზე, ბოლო ორი თვის განმავლობაში,  კიდევ უფრო განსაკუთრებით გააძლიერა მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან - ჟენევის თანათავმჯდომარეების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩათვლით, რაც შემდგომშიც გაგრძელდება. 


ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ პროცესში, და ზოგადად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებას. რწმენას გამოვთქვამ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ბერკეტით, არსებულ პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, კიდევ უფრო გაძლიერდება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up