TCRC: სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ნავსადგურებში ნავთოპროდუქტების გადამუშავების ტარიფები იზრდება

TCRC: სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ნავსადგურებში ნავთოპროდუქტების გადამუშავების ტარიფები იზრდება

access_time2018-02-27 09:05:39

სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ განლაგებულ ნავსადგურებში ნავთობის და ნავთოპროდუქტების გადამუშავების ტარიფები იზრდება, – ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.

 

“სატრანსპორტო პროცესში მონაწილე კომპანიების განცხადებით, კასპიის და შავი ზღვის ნავთობის და ნავთოპროდუქტების საზღვაო ტერმინალებში ტარიფების ზრდის ტენდენციები შეინიშნება, რაც ბოლო პერიოდში (2012 – 2017 წწ) ნავთობნაკადის შემცირების ფონზე, კიდევ უფრო შეამცირებს დერეფნისათვის ესოდენ სტრატეგიული ტვირთის გადაზიდვა/გატარების მოცულობებს.

 

ნავთობის და ნავთოპროდუქტების ტარიფების ზრდა, ყველაზე შესამჩნევად ფიქსირდება საქართველოს საზღვაო ტერმინალებში (ფოთი, ბათუმი, ყულევი), იმ ფონზე, როცა საქართველოს ტერმინალებმა ჯამურად 2017 წელს 4.23 მლნ ტონა ნავთობნაკადი გაატარეს, 2016 წელს – 5.44 მლნ ტონა, შემცირებამ ერთ წელიწადში 22% შეადგინა, საქართველოს ნავსადგურებმა 2018 წლიდან სხვადასხა მარჟით გაზარდეს ტარიფები.

 

2018 წლიდან ბათუმის ტერმინალში ერთი ტონა ნედლი ნავთობის გატარების ტარიფი 10 -12 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, როდესაც 2017 წელს ტონაზე 6-7 აშშ დოლარს შეადგენდა. ნავთობროდუქტების გატარების ტარიფი სადღეისოდ, ტონაზე 10 -15 აშშ დოლარს შეადგენს, შარშანდელთან შედარებით საშუალოდ 4 აშშ ით გაზრდილია.

 


ანალოგიურად გაიზარდა ნავთოპრუდუქტების გატარების ტარიფები ფოთის ნავსადგურში, კერძოდ, ნავთოპროდუქტების სახეობის და პარტიის მოცულობის მიხედვით, თუ 2017 წელს ტარიფი 9 – 12 აშშ დოლარამდე მერყეობდა, წელს ტონაზე 11 – 15 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

 

ყულების ნავსდგურში, თხევადი ნავთობის და ნავთოპროდუქტის სახეობის, პარტიის მოცულობის და სეზონურობის გათვალისწინებით თუ ტარიფის დიაპაზონი ტონაზე 6 -9 აშშ შეადგენდა, სადღეისოდ 8 – 15 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

 

შესაძლებელია, ვივარაუდოდ, რომ ნავთობის და ნავთოპროდუქტების ტარიფების ზრდა მსოფლიო ბაზრზე ამ პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენციებიდანაა ნაკარნახევი, მაგრამ, ამ პროცესს გააჩნია „ჯაჭვური“ მოქმედების პრინციპი, როდესაც ანალოგიურად მოქმედებენ დერეფნის გასწვრივ განლაგებული ნავსადგურების ნავთობტერმინალები, რაც საერთო ჯამში აქვეითებს მთლიანად საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობას.

 

ერთობლიობაში, როდესაც, ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნადაა შემცირებული, გადაზიდვის მოცულობები და სახეზეა ალტერნატიულ დრეფნებში და მილსადენებში ნავთობნაკადის გადადინების გრძელვადიანი ტენდენცია, დერეფანში ტარიფების ზრდის ასეთ გლობალურ ტენდენციას, ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული პრიორიტეტის – დერეფნის იდეოლოგისათვის, გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი ეფექტი ექნება”, – წერს ცენტრი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე



წყარო : bpi.ge



20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up