თბილისის ანძა კვლავ ინვესტორის მოლოდინშია

თბილისის ანძა კვლავ ინვესტორის მოლოდინშია

access_time2020-02-09 16:00:07

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქციის დაწყებისთვის,  თბილისის მერიამ ინვესტორის მოძიება დაიწყო. მცდელობა უშედეგო გამოდგა, რადგან გამოცხადებული ტენდერი ერთხელ უკვე ჩაიშალა და თბილისი ანძა, რომელიც ბოლო წელიწადნახევარია  რეკონსტრუქციის მოლოდინშია,   ერთ თვეში  ახალი და კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგმება.


პროექტს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მერიაში იმედოვნებენ, რომ  საქმე ინვესტორს გადაეცემა და პროექტის მიხედვით დაიწყებს ანძის რეკონსტრუქციას, ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას თბილისის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა.

 

პროექტში, რომლის განსახორციელებლადაც 8 მლნ. ევროა საჭირო, მერიაში არ გამორიცხავენ რომ  თანადაფინანსებაში ისევ მიიღებენ  მიიღებენ მონაწილეობას და, შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანა.


ანდრია ბასილაია არ გამორიცხავს, რომ მერიამ დეტალური პროექტირება შევუკვეთოს და ამით შეამსუბუქოს პროექტი.

 


ანდრია ბასილაიას თქმით  თავის დროზე ანძის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა ერთხელ უკვე ჩაიშალა. მიზეზი გახლდათ ის, რომ არცერთი კერძო ინვესტორი პროექტით არ დაინტერესებულა, ამიტომ შემდეგ მერიაში ალტერნატიულ  თანადაფინანსებასაც განიხილავენ:


„ამ ეტაპზე ღია ვართ ყველანაირი წინადადებისთვის. ერთი წელი გავიდა ახალი ინვესტორი არ გამოჩენილა და ვფიქრობთ ნაწილობრივ დაფინანსებაში შესვლას ან რამე სხვა მოვიფიქროთ, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს პროექტი, რომელიც  საჭიროა ქალაქისთვის.  განვიხილავთ ალტერნატიული თანადაფინანსების  მოდელსაც.“-ამბობს ანდრია ბასილაია.

 

თბილისის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელმა თბილისის ანძის პროექტზე და ისაუბრა და განმარტა თუ რა სამუშაოები შესრულდება და როგორი სახე ექნება დასრულებულ ანძას.


„ანძაზე მოეწყობა როგორც რესტორანი და ქალაქზე გადმოსახედი ტერიტორია ასევე განვიხილავთ, რომ იყოს მულტიფუნქციური სივრცე. ფართები წვეულებების ან ღონისძიებების მოსაწყობად, თუმცა ეს ჯერ იდეის დონეზეა და განვიხილავთ. ანძა არის  სტრატეგიული ობიექტი და რა თქმა უნდა მისი ძირითადი ფუნქცია აუცილებლად  შენარჩუნდება.“-ამბობს ანდრია ბასილაია.


შეგახსენებთ, სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქციაზე პროექტი უკვე არსებობს. მისი საინვესტიციო ღირებულება 8 მლნ. ევროა. დამტკიცებული პროექტის თანახმად, 70 მეტრის სიმაღლეზე მოეწყობა რესტორანი და ამ ახალი ობიექტის სახურავზე იქნება ქალაქზე გადმოსახედი და ასევე მულტიფუნქციური სივრცე.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up