საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ე.ს.-ს როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 387,45 გრამი, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 40 682,25 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.