თბილისის ურბანულ მიწებზე ფასიც და მოთხოვნაც რეკორდულად გაიზარდა

თბილისის ურბანულ მიწებზე ფასიც და მოთხოვნაც რეკორდულად გაიზარდა

access_time2021-07-21 13:00:13

თბილისის შემოგარენში არასასოფლო დანიშნულების მიწებზე ფასმა 100-150%-ით მოიმატა. იმის გამო, რომ ბოლო წლებში მშენებლობებმა დედაქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გარეუბნებსა და თბილისის შემოგარენში გადაინაცვლეს, ურბანული დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.


თბილისის შემოგარენში მიწებზე ფასების მკვეთრ ზრდას ადასტურებს „კომერსანტთან“ საუბარში სამშენებლო კომპანია ,,ივერონის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი არჩილ ჯაყელი.


,,თბილისთან ახლოს ურბანული დანიშნულების იაფი მიწა რეალურად არ არსებობს. ფასები მასიურად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ სამშენებლო ბიზნესის ახლებურად გადაწყობა მოხდა, რამაც მიწის ფასზე იმოქმედა. კერძოდ,  მშენებლობებით გაჯერებულ დედაქალაქში ახალი პროექტები ფაქტიურად ვერ ხორციელდება, დეველოპერებმა გარეუბნებში გადაინაცვლეს. ტენდენცია კი საკმაოდ არასახარბიელოა, რადგან მოთხოვნა არის და ამ დროს მიწების დიდი დეფიციტია. დედაქალაქის შემოგარენის დიდ ტერიტორიაზე გასაყიდი მიწა რეალურად აღარ არის. ასეთია, მაგალითად, შინდისი, სადაც 2-3 წლის წინ 1 კვადრატული მიწის შეძენა 30 დოლარადაც შეიძლებოდა, დღეს 100 დოლარად ვერ იყიდი, ჯამში, ფასების 100-150%-იანი ზრდაა და ეს ტენდენცია შეიძლება გაგრძელდეს“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ არჩილ ჯაყელი.



რაც შეეხება უშუალოდ სამშენებლო ბიზნესში არსებულ სიტუაციას, როგორც ბიზნესმენი განმარტავს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მასშტაბური პროექტები არ ხორციელდება და დეველოპერების უმეტესობა მცირე პროექტებზე გადაერთო.


,,მშენებლობის თვითღირებულება, სულ მცირე, 10-15%-ით გაძვირებულია. ეს ძირითადად იმან გამოიწვია, რომ სამშენებლო მასალების ფასი გაზრდილია. ამ დროს ბინებს რეალურად ვერ ვაძვირებთ, რადგან რეალიზაციის დიდი პრობლემაა. მონოპოლისტური ბიზნესისთვის მსხვილი პროექტების განხორციელება  არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს, მაგრამ საშუალო ზომის კომპანიებისთვის კრიზისი რთულად გადასატანი აღმოჩნდა. ახალი პროექტები ნაკლებად კეთდება, ძირითადად გარეუბნებზე გვაქვს აქცენტი, ეკოლოგიასა და უსაფრთხო გარემოზე ვინც ფიქრობს, მისთვის ეს გაცილებით ხელსაყრელია, ამიტომ ბიზნესიც და მომხმარებელთა სეგმენტიც ფაქტობრივად ახლებურად გადაეწყო, ამ მხრივ კოვიდმაც დიდი როლი ითამაშა“, - აცხადებს არჩილ ჯაყელი.


რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, როგორ ჯაყელი ამბობს, ტენდენცია თითქმის არ შეცვლილა და როგორც მოთხოვნა, ასევე ფასი, უმეტეს ნაწილში, გარდა ტურისტული რეგიონებისა, კვლავ დაბალ ნიშნულზეა.


მარი ჩიტაია

 





სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ მე-3 აუქციონზეც ვერ გაიყიდა
access_time2021-08-02 17:00:58
„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გასაყიდად გამოტანილი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ვერც მე-3 აუქციონზე გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო„ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ ივნისში გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაშიიყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041...

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა

რომ არა ხარისხის პრობლემა, ქართულ თხილზე აშშ–ში დიდი მოთხოვნა იქნებოდა
access_time2021-08-02 16:00:48
საქართველოში თხილის მოსავლის აღება მომავალი კვირიდან იწყება. გასული სეზონი აღდგენითი ხასიათის იყო, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალმოსავლიანობა იყო (33 000 ტ). მეწარმეები მიმდინარე სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელიან, თუმცა მსოფლიო ბაზარზე წარმატების მისაღწევად თხილის ხარისხის გაუმჯობესებაა აუცილებელი. EastFruit–ის ქართული ჯგუფი ბლაი ლორტ მარტის ესაუბრა, აგრონომსა და ტექნოლოგიების სპეციალისტს, FRUSESA, BAIN BORGES International Group–ის ყოფილ...

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...


მსგავსი სიახლეები

up