„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმურ სამუშაოებს განაგრძობს

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმურ სამუშაოებს განაგრძობს

access_time2022-08-04 13:10:00

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზების მორეცხვის სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად ირეცხება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


„ამჟამად, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირი და ცოტნე დადიანის ქუჩა მოირეცხა. აქციის ფარგლებში, ასევე, დასუფთავდა ნაგავშემკრები კონტეინერები.


დასუფთავების სამუშაოებს კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ადგილზე გაეცნენ.


გზის მორეცხვის სამუშაოები, რომელიც მაისში დაიწყო, ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ ქუჩებს მოიცავს: თამარაშვილის ქუჩა, ახალი გზა პანდუსებით, კოსტავას, შარტავას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ბარათაშვილის, გორგასალის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), მარჯანიშვილის, ათონელის, ამაღლების, სულხან-საბას, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიაჩელის, ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაია), ნიკოლაძის ქუჩა, ფიქრის გორა, უსახელოს, ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის, ცოტნე დადიანის, ვეკუას, ხიზანიშვილის, ნონეშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის, პაიჭაძისა და პეტრიწის ქუჩები.



ასევე, მოირეცხება: თავისუფლების, ევროპის, ავლაბრის, გრიგოლ ორბელიანისა და გმირთა მოედნები; შოთა რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, დავით აღმაშენებლის, წერეთლის, რობაქიძის, ქეთევან დედოფლისა და დუმბაძის გამზირები. მორეცხვის სამუშაოები ჩატარდება გალაკტიონის, ბარათაშვილის, მეტეხისა და მშრალ ხიდებზეც.


გზების მორეცხვის სამუშაოები 00:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში ტარდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








დმიტრო კულება - უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით

დმიტრო კულება - უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის არ არის, მას რუსების უმეტესობა უჭერს მხარს, მოდით, რუსები დატკბნენ რუსეთით
access_time2022-08-11 23:50:01
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის კანცლერს უპასუხა....

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up