ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანული გამომცემლობის Suhrkamp Verlag-ის მიერ გამოიცა სხვადასხვა ეპოქის ქართველი და უცხოელი ავტორების თბილისის შესახებ დაწერილი ნაწარმოებების კრებული „მოგზაურობა თბილისში“. ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
წიგნი აერთიანებს გალაქტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, სიმონ ჩიქოვანის, იოსებ გრიშაშვილის, ილიაზდის, ოთარ ჭილაძის, ზაზა თვარაძის, გივი მარგველშვილის, ნაირა გელაშვილის, კოტე ჯანდიერის, ჯონ სტეინბეკის, კნუტ ჰამსუნის, ბორის პასტერნაკის, ოსიპ მანდელშტამის, ანდრეი ბელის, ელკე ერბეს, ადოლფ ენდლერის და სხვა ცნობილი და მნიშვნელოვანი მწერლების როგორც პოეტურ, ისე პროზაულ ნაწარმოებებს.
წიგნი შეადგინეს ალექსანდრე კარტოზიამ და ედუარდ შაიბერმა.