თბილისური რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა 100-250 ლარი ღირს

თბილისური რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა 100-250 ლარი ღირს

access_time2016-12-29 18:30:38

თბილისის ცნობილ რესტორნებში ახალი წლის შეხვედრა სტუმრებს 100-დან 250 ლარამდე დაუჯდება. როგორც გაირკვა, მათი უმეტესობა სტუმრების მიზიდვას მრავალფეროვანი შოუ-პროგრამებით ცდილობენ. ქართველ ვარსკვლავებთან ერთად შემოთავაზებებში შეხვდებით ლათინოამერიკელ მომღერალს, ბოშებს და ა.შ. 

 

 

რესტორანი ,,ფუნიკულიორი" ახალი წლის ღამეს ორ ღონისძიებას გეგმავს. სტუმრებს მასპინძლობას გაუწევს ანსამბლი ,,დრო" და გიო ხუციშვილი. 22:00 საათიდან სტუმრებს ქართული სუფრა დახვდებათ. ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზი კი ახალი წლის საღამოს "Moulin Rouge" გახდება. შოუ-პერფორმანსის თანხლებით სტუმრებს ეძლევათ საშუალება იმოგზაურონ პარიზის კაბარეში.წარმოდგენაში მონაწილეობენ: ოთო ნემსაძე, ქეთი ორჯონიკიძე,ბენდი ნიუტონი და კაბარეს მოცეკვავე გოგონები. ,,ფუნიკულიორში" ახალი წლის გატარება მსურველებს 250 ლარი დაუჯდება.

 

 

ახალი წლის ღამეს ,,ბარაკონი" სტუმრებს წვეულებას  სთავაზობს. წვეულება გაიმართება სადღსასწაულო ჰოლში, სადაც კოსტუმირებული პერსონალი გაგიწევთ მომსახურებას. რესტორანში დაგეგმილია გათამაშება, ყველაზე იღბლიან სტუმრებს კი ელით განსაკუთრებული საჩუქრები: მოგზაურობა ევროპაში და COLDPLAY " A HEAD FULL OF DREAMS TOUR" პარიზის კონცერტის ორი . საახალწლო შოუ-პროგრამაში მონაწილეობენ: ბესო ნემსაძე, ვანო ტურაბელიძე, თედო ქორიძე, თაკო ანანიკიანი, ვიტალი სიფრაშვილი და DJ KOBA. ახალი წლის დღესასწაულის ბილეთის ფასი 150 ლარია.

 

 

რესტორან ,,ოქროს კათხაში" ახალი წლის ღამის პროგრამა 11 საათზე დაიწყება.რესტორანში იქნება ქართული ნაციონალური ცეკვები, რომელსაც ანსამბლ რუსთავის მოცეკვავეები შეასრულებენ. საღამოს მუსიკალურად ჯგუფი ძმები, მარიამ კოტრიკაძე, სოფო ბედია, და ჯგუფი ბლექ სი გააფორმებენ. ,,ოქროს კათხაში" ახალი წლის გატარებას 150 ლარად შეძლებთ. ფასში შედის საახალწლო მენიუც ტრადიციული კერძებით.


 

 

,,რივერსაიდ ბაბილოში" ახალი წლის ღამეს სანტა კლაუსების შოუ გაიმართება. მონაწილეობენ: თამუნა მიქელაძე, გიორგი წიკლაური, ავთო წიკლაური, გიორგი ღვინიაშვილი, სალომე მირიანაშვილი, სოფო სიმონიშვილი, ლათინო-ამერიკული ცეკვის კორიფეები - ვერიკო და გიორგი, ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი. რესტორანი სტუმრებს 23 საათიდან მიიღებს, ბილეთს ფასი ერთ პერსონაზე 250 ლარია. ღირებულებაში შედის საახალწლო სუფრა.

 

 

ახალ წელს ,,ბერმუხაში"  სტუმრებს უამრავი სიურპრიზი და გათამაშება ელით. საახალწლო პროგრამას წარმოგიდგენთ:თიკა მახალდიანი, გიორგი ცხვარიაშვილი, მარიამ ხუცურაული, მერაბ ამზოევი , ელას ბოშათა ბანაკი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ბერმუხა, გიორგი სუთიძე, ვერკა ჯაჯანიძე ,გუკა სალუქვაძე და დიჯეი . ბილეთის ღირებულება 120 ლარია.

 

 

რესტორან ,,ოტიუმში" ახალ წელს სტუმრები დათო ფორჩხიძესთან და ბენდ SAY HELLO-სთან ერთად შეხვდებიან. საღამო 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მისი ღირებულება 250 ლარია.

 

 

ახალი წლის ღამეს რესტორანი ,,მონოპოლი" გასართობ პროგრამასა და ტრადიციულ საახალწლო სუფრას გთავაზობთ. თქვენთვის განწყობაზე იზრუნებენ : ქუჩის ბიჭები, ანი კეკუა, ანსამბლი ,,ბაგრატი", საღამოს დაასრულებს DJ.,,მონოპოლში" ახალი წლის გატარება 100-120 ლარი დაგიჯდებათ.

 

 

რესტორან ,,კრუიზში" ახალი წლის საღამოს სტუმრებისთვის იმღერებენ ნიაზ დიასამიძე და 33ა, ნოდიკო ტატიშვილი, თაკო მელიქიშვილი, ელლა დევლანი და ნსამბლი სტატუსი, ქართული და უცხოური სიმღერებით.,,კრუიზში" საღამოს გატარება 82 დოლარი ღირს (დაახლოებით, 220 ლარი), წერს my rest–ი.

 




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up