თბილისში ყველაზე ძვირადღირებულ, ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას ბრალს თაღლითობასა და ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში სდებენ

თბილისში ყველაზე ძვირადღირებულ, ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას ბრალს თაღლითობასა და ლიცენზიის გარეშე საქმიანობაში სდებენ

access_time2019-04-19 15:00:44


თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს აზერბაიჯანის მოქალაქის ზარინა ალიხანოვას სარჩელს, რომლითაც იგი თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლისგან შვილის, რ.ა. სწავლის საფასურის უკან დაბრუნებას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.


ზარინა ალიხანოვას და მისი შვილის რ.ა. ინტერესების დამცველი ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, რადგან სწავლის საფასურის მორიგი გაძვირებისას, ზარინა ალიხანოვა იძულებული გახდა შვილი კერძო, ძვირადღირებული სკოლიდან გამოეყვანა და საჯარო სკოლაში გადაეყვანა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია, აღიარება განათლების სამინისტროსგან, რის გამოც მისი შვილს მოუწია ხუთი კლასის გამოცდების ჩაბარება ხელახლა და ერთი კლასით უკან დაბრუნება.


მიღებული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, არასრულწლოვანი რ.ა. დღემდე მკურნალობს და ესაჭიროება რეაბილიტაცია.


“ ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი, როდესაც ასეთი ძვირადღურებულ სკოლას არ გააჩნია უცხოენოვანი პროგრამის შესაბამისი აღიარება და რაც  მთავარია ამის შესახებ არ არიან ინფორმირებულები მშობლები. ისინი იხდიან ასტრონომიულ თანხებს, სწავლის საფასური მერყეობს 7 000 აშშ დოლარიდან 12 000 აშშ დოლარამდე წელიწადში და მას შემდეგ, რაც მათი შვილები დაასრულებენ სწავლას, ისინი ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩააბარებენ საქართველოში, ვინაიდან ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას არ გააჩნია კანონით დადგენილი აღიარება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სკოლის ხელმძღვანელობას განმარტების თაობაზე, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება არასრულწლოვანს, მაგრამ ისინი ქედმაღლურად შეხვედრაზეც კი არ დაგვთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მათ ისედაც ბევრი მოსწავლე ჰყავთ და არ აინტერესებთ კონკრეტული პრობლემა. მათი სოციალური უპასუხისმგებლობიდან და ადამიანური თანაგრძნობის არ ქონიდან გამომდინარე, დამრჩა განცდა, რომ ისინი სკოლას უყურებენ, როგორც სუპერმარკეტის მსგავს ბიზნესს და ბავშვები მათთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროა, ისე რომ არ ესმით არც განათლების ზოგადი არსი და არც მათი როლი არასრულწლოვნებთან დამოკიდებულებაში, რაც ძალიან სამწუხაროა,” აცხადებს ამირან გიგუაშვილი.



ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ზარინა ალიხანოვას მსგავსად კიდევ მრავალი მშობელი აპირებს ჩივილს და ისინი სამოქალაქო სასამართლოს გარდა, აპირებენ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლების მხრიდან შესაძლო თაღლითობის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით.


თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძირადღირებული სკოლაა, სადაც, სწავლის საფასური წელიწადში 7 000 აშშ დოლარიდან 12 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.


კომერსანტი





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up