თბილისში ყავის ქარხნის გახსნა ისევ გადაიდო

თბილისში ყავის ქარხნის გახსნა ისევ გადაიდო

access_time2017-12-27 12:10:50

კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის გახსნა რამდენიმე თვით გადაიდო. შპს „კაფსულოს“ ხელმძღვანელი ბეჟან გურგენიძე „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მშენებლობის დასრულება ტექნიკური მიზეზების გამო დროში გადაიწია. კერძოდ, გაიზარდა შენობის ფართი, დანადგარების სიმძლავრე.


მისი განცხადებით, დაახლოებით 1-2 თვეში დაიწყება ძირითადი საშუალებების მონტაჟი. ქარხანა კი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2018 წლის  გაზაფხულზე შევა. „შიდა საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟის განმახორციელებლი კომპანიის შერჩევა ადვილი არ აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა დრო მოითხოვა“-აცხადებს გურგენიძე. მისივე მტკიცებით, მშენებლობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს.


როგორც ცნობილია, კომპანია შპს „კაფსულო“ პირველად საქართველოში აპარატის ყავის წარმოებას იწყებს. გურგენიძე მიმდინარე წლის მაისში „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ კომპანია წლის ბოლომდე ბაზარზე პირველ, სატესტო პროდუქციას გამოიტანდა.


„კომერსანტის“ კითხვაზე, რა ბრენდის ქვეშ გაიყიდება შპს „კაფსულოს“ მიერ წარმოებული, ე.წ. აპარატის ყავა, რა საფასო სეგმენტში იქნება წარმოდგენილი და ხომ არ აპირებს ყავის მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობას, გურგენიძე განმარტავს, რომ ბრენდის სახელზე და სხვა დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.


მისი განმარტებით, კომპანია „კაფსულო“ ყავისთვის შესაფუთ მასალას საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან შემოიტანს. რაც შეეხება ნედლეულს, ყავა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან,ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ.



გურგენიძის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ლარს გადააჭარბებს.



შეგახსენებთ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის მიმდებარედ ყავის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „კაფსულოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.


აღნიშნულ ობიექტებზე შპს „კაფსულო ყავის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობასთან ერთად საგამოფენო დარბაზების მოწყობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. პროექტის განსახორციელებლად კომპანია არანაკლებ 11 277 000 ლარს დახარჯავდა და ჯამში 30 ადამიანს დაასაქმებდა.



ყავის გადამამუშავებელი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნებოდა აღჭურვილი და წლის განმავლობაში სავარაუდოდ 500 ტონა მწვანე ყავის ნედლეულს შეისყიდიდა, ხოლო წარმოების წლიური მოცულობა დაახლოებით, 1200 ტონა იქნებოდა.



აღსანიშნავია, რომ შპს „კაფსულო გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქარხანა ქართულ-უცხოური ინვესტიციით შენდება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up