Coffee Lab-ი ყავახანების ქსელს აფართოვებს - ახალი ფილიალი „აქსის თაუერშიც“ გაიხსნება

Coffee Lab-ი ყავახანების ქსელს აფართოვებს - ახალი ფილიალი „აქსის თაუერშიც“ გაიხსნება

access_time2020-10-26 15:30:13

ყაზბეგის ქუჩაზე ყავის ლაბორატორია Coffe Lab-ი, 2016 წელს გიორგი აივაზიანმა დააფუძნა. პანდემიის მიუხედავად, ღია სივრცის გამო მომხმარებლების ნაკლებობა კაფეს არ უგრძვნია.


Coffee Lab-ი მეოთხე წელია არსებობს და ორი მიმართულებით ავითარებს ქვეყანაში ყავის ინდუსტრიას - ერთი არის კაფე „ყავის ლაბორატორია“ , ხოლო მეორე მიმართულება ყავის დისტრიბუცია ოფისებსა და სხვადასხვა კვების ობიექტებში. როგორც გიორგი აივაზიანი ამბობს, ოფისებისა და რესტორნების დახურვის გამო ყავის დისტრიბუციის მიმართულება დიდ დანაკლისს განიცდის.

 

„თავიდან, როდესაც ინფიცირების 3 შემთხვევა იყო და გამკაცრდა ყველაფერი, მაშინ ძალიან შემცირდა ხალხის რაოდენობა, ყველაფერი დაკეტეს და ჩვენც დავიხურეთ. მერე გავხსენით ისევ Coffee Lab-ი და საკმაოდ კარგად დავიწყეთ მუშაობა, ზაფხული კარგი პერიოდი იყო ჩვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციის აუცილებლობის გამო, ნაკლებ ხალხს ვემსახურებოდით, ჩვენი „ყავის ლაბორატორია სრულად ივსება დღემდე.  


მეორე მიმართულება კი, რაც ყავის დისტრიბუციას გულისხმობს, სრულად ჩავარდნილია. ჩვენ ყავას და ყავის აპარატებს ვაწვდიდით ოფისებს, რესტორნებს, სასტუმროებს - ახლა ოფისების უმეტესობა არ მუშაობს. კაფეები და რესტორნები, რომელთაც ყავას ვაწვდიდით, უმეტესად  ტურისტულ ლოკაციებზე იყო განთავსებული და ბევრი დაიკეტა, დავალიანებებიც ჰაერშია.  Covid 19-ამდე 100 პარტნიორი გვყავდა, ახლა - ძალიან ცოტა, რადგან ოფისები დაიკეტა და დისტანციურ რეჟმზე გადავიდნენ, რესტორნები კი რა მდგომარეობაში არიან კარგადაა ცნობილი,- ამბობს ბიზნესმენი.


მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არ გეგმავდა ქსელის გაფართოებას, პანდემიამ გიორგი აივაზიანს გადააწყვეტინა, რომ ყავის ლაბორატორიების რამდენიმე ობიექტი მსგავს კრიზისულ სიტუაციაში უფრო მომგებიანია. უახლოეს მომავალში „აქსის თაუერსში“ და ფალიაშვილის ქუჩაზე კიდევ ორი ყავის ლაბორატორია გაიხსნება, ამასთან კი ევროპულ-ქართული ღია სამზარეულო, რომელიც ბიზნესმენის თქმით, Casual – Dinning სტილს განეკუთვნება.  



„მიზნად არ მქონდა, რომ ბევრი „ყავის ლაბორატორია“ მქონოდა, ჩვენი მიზანი იყო ის, რომ ჩვენი ყავა სხვადასხვა ობიექტებზე ყოფილიყო და ამიტომაც განვავითარეთ მიწოდების სერვისი. ჩვენ ვართ ყავის მომხალავები და ხარისხიანი ყავის მიმწოდებლები. პანდემიამ კი გვაჩვენა, რომ უფრო მდგრადი არის ასეთი ქსელის შექმნა, როცა შენს ხელშია მართვა, რადგან პანდემია  Coffee Lab-ზე არ აისახა.


ახლა ვაკეთებთ ერთ „ყავის ლაბორატორიას“ ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩების კვეთაზე. პირველ სართულზე იქნება coffee lab-ი და მეორე სართულზე რესტორანი ღია სამზარეულოთი. ასევე „აქსის თაუერსის“ პირველ სართულზე ვგეგმავთ food court-ში შესვლას, რომლის გახსნაც მარტის პირველ ნახევარში იგეგმება - მეტად გაშლას არ ვაპირებთ.


რაც შეეხება რესტორანს, მზარეული მომხმარებლის წინ ამზადებს საკვებს, ეს კონცეპტუალურად ძალიან საინტერესოა. მენიუც საინტერესო იქნება - ეს იქნება ქართულის ნაზავი ევროპულთან. ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი შეფი ახალი ზელანდიიდან, რომელმაც იცის საქართველოს გემოები და ერთობლივი მენიუ შევიმუშავეთ, რომელსაც Casual-Dinning-ს ეძახიან,” - განმარტა გიორგი აივაზიანმა.

 

კომპანია უკვე ოთხი წელია როგორც კომერციულ ინდუსტრიულ ყავას, ასევე ლიმიტირებული ტიპის სპეციფიურ მარცვლებს ამუშავებს, რომელიც უფრო ძვირადღირებულია და მსოფლიოს ყავის მოსავლის 3-4 პროცენტს შეადგენს.


Coffee Lab-ის გაფართოების და ახალი ობიექტების გახსნის საინვესტიციო მოცულობა 150 ათასი დოლარია.  ხოლო რესტორნის საინვესტიციო მოცულობა 200 ათას დოლარს შეადგენს.  


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up