თბილისში, ხოჯალის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისში, ხოჯალის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

access_time2020-02-26 17:00:50

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის, Azerkitab-წიგნის ცენტრისა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით, ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიებაზე, რომელიც წუთიერი დუმილით გაიხსნა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმ, მუზეუმის დირექტორმა ლეილა ალიევამ, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, აიგულ ისაევამ და სხვებმა.


მათ სიტყვის გამოსვლის დროს აღნიშნეს, რომ ხოჯალის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა და ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა აზერბაიჯანისთვის.დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1992 წელს განვითარებული მოვლენები და პატივისცემა გამოხატეს გარდაცლილების და ტყვედ ჩავარდნილი ადამიანების, ასევე მათი ოჯახების მიმართ.



ცნობისთვის, 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს, სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით, რომლებიც სსრკ-ს დროიდან ქალაქ ხანკენდში იყო დისლოცირებული და რომლის სამეთაურო და პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს სომხები წარმოადგენენ, მიწასთან გაასწორეს ქალაქი ხოჯალი.


აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შედეგად ქალაქში მყოფი 5 ათასი ადამიანიდან 613 დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და მოხუცები. ორასამდე მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედ დაიჭრა , 1 200 ზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა, ამ დრომდე უცნობია 150 ადამიანის ბედი. სრულად არის განადგურებული 8 ოჯახი.


(R)

„report.ge“-ს მიერ მოწოდებული სტატიები დაფინანსებულია, „კომერსანტი“ პასუხს არ აგებს, შემკვეთის მიერ მოწოდებულ მასალებში მოყვანილ ფაქტებზე.


თეგები:
ხოჯალი



საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
access_time2020-04-04 20:00:09
მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს. 1-ის, სერბეთის ეკლესიის პოზიცია ბუნდოვანია - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი ეპისკოპოსის, მილუტინის წესის აგებას მრევლი არ ესწრებოდა. 2-ის - საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიები ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებებს არ ხურავენ და არც ზიარების წესს ცვლიან. ხსენებული პრევენციული ზომით პანდემიის...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...


მსგავსი სიახლეები

up