თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება

access_time2019-08-21 16:00:09

ბოლო წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ხე-მცენარეების დაზიანება და ხმობა ადვილად შესამჩნევი გახდა. ფიჭვების მასიურ ხმობაზე “კომერსანტმა“ ერთ-ერთი პირველმა დაიწყო საუბარი და ამ პრობლემას დღემდე აქტიურად აშუქებს. 


ამჯერად  სხვა ჯიშის ხეების ახალ დაავადებაზე ვსაუბრობთ. 


“კომერსანტმა“ შეამჩნია, რომ თბილისში, გიორგი წერეთლის ქუჩაზე 4 ცხენის წაბლი ხმება. ფოთლის ჭკნობა თავდაპირველად ერთ ხეს დაეწყო, რომელიც ცოტა ხანში გახმა. პარალელურად დაავადება გვერდით მდგომ მცენარეებზეც გავრცელდა და ეტაპობრივად გაუწითლდა სხვა ხეებსაც ფოთლები.


აქვე ავღნიშნავთ, რომ ჯერჯერობით დაავადება არ გავრცელებულა მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ პარკში დარგულ ცხელის წაბლებზე.





 თბილისის მერიამ “კომერსანტს“ დაუდასტურა, რომ დედაქალაქში ხეების ახალი დაავადებაა გავრცელებული. 


 მათი განცხადებით,  გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ სათანადო ფიტოსანიტრიული ღონისძიებები ტარდება, რის შედეგადაც ცხენის წაბლების ხმობა თავიდან იქნება აცილებული.

 

„გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანიის მიერ მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში ჩატარდა დედაქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩებზე 150 ერთეული ცხენის წაბლის ხე-მცენარეების  ფიტოსანიტარული შესწავლა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცხენის წაბლზე გავრცელებულია მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი, ასევე ცხენის წაბლის ფოთლების ჭკნობა ზოგიერთ შემთხვევაში  გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ( აპრილის თვეში) სხვადასხვა ხე- მცენარესთან ერთად, ფიტოსანიტარული დასკვნის შესაბამისად შეწამლული იქნა ცხენის წაბლის ხე-მცენარეები. სექტემბრის დასაწყისში, ფიტო სანიტარული კვლევის საფუძველზე, განზრახულია ცხენის წაბლის ხე- მცენარეების განმეორებით  შეწამვლა“, განმარტავენ უწყებაში.

 


თბილისში, მწვანე საფარი ერთ სულ მოსახლეზე 2-3 კვ.მ-ია, ეს მაშინ, როდესაც საშუალო ევროპული სტანდარტი 30-50 კვ.მ-ია. თბილისის მაჩვენებელი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციასაც ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ დედაქალაქში ფიჭვების მასიური ხმობის ფონზე თითოეული ხე-მცენარის გადარჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


ბაჩო ადამია

 





„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“

„საქართველოში იპოთეკური სესხები რეგიონში ყველაზე ძვირია, რაც უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას აფერხებს“
access_time2020-02-25 10:00:04
მსოფლიოს მასშტაბით, იპოთეკური სესხი ყველაზე იაფი ფინეთშია, ყველაზე ძვირი კი არგენტინაში. ამის შესახებ გლობალური საერთაშორისო კომპანია NUMBEO-ს მონაცემებში ვკითხულობთ. რეიტინგის მიხედვით, იაფი იპოთეკური სესხებით, 103 ქვეყანას შორის, საქართველო 88-ე ადგილს იკავებს, სადაც საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 12,12% -ს შეადგენს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი...

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...


მსგავსი სიახლეები

up