თბილისში წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე, ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

თბილისში წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე, ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

access_time2016-04-06 12:09:33

სასტუმრო „ამბასადორში“,  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე, ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართა.


საქართველოში ეროვნული პოლიტიკური დიალოგის  მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს „ტრანსსასაზღვრო წყალსადინარებისა და საერთაშორისო ტბების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციასთან დაკავშირებულ სამუშაო პროგრამების შესრულებას.


ასევე,  “2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის” დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა და ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება ქვეყანაში, როგორიცაა: წყლის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, მეზობელ ქვეყნებთან ორმხვრივი თანამშრომლობის გაძლიერება და წყლის რესურსების სააუზო მართვის მიდგომების დანერგვა.



შეხვედრაზე წყლის კანონმდებლობის განვითარების პროცესი; წყლის ახალი კანონქვემდებარე აქტების კონცეფცია; - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „წყალი და ჯანმრთელობის შესახებ” ოქმთან დაკავშირებული საკითხები; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება და ეროვნული პოლიტიკური დიალოგის მე-2 ეტაპის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოსდაცვითი პროგრამა“ ევროკავშირის პროექტის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს სესია გაიმართა.


კონფერენციაში მონაწილეობა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის,  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წყლის რესურსების მართვის სფეროში საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების  წარმომადგენლებმა მიიღეს.



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა

პანდემიამ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრები დააბრუნა
access_time2020-09-18 19:00:47
ევროპელებს ათწლეულების მანძილზე საზღვრების არსებობო თითქმის დაავიწყდათ - თუმცა, 2020-ში საკითხი ისევ რეალობად იქცა. ზოგი საზღვარი გაიხსნა, ზოგი არა, ზოგი ღიაა მხოლოდ გარკვეული ქვეყნებს მოქალაქეებისთვის, სხვებისთვის კი - ჯერაც დახურულია. სულ რამდენიმე კვირაში შენგენის ზონის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. „ევროპელებს დაავიწყდათ, რომ ცალკეულ სახელმწიფოებს საზღვრების დახურვის უფლებამოსილება აქვთ. შენგენის შეთანხმებაში შავით...

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

18 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-09-18 18:25:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ

ანა მიქაძე: ფერმერებს რეალიზაციის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ
access_time2020-09-18 17:42:25
კოვიდ პანდემიის გავლენის ფონზე ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვები შეამცირა. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ. ამასთან პრობლემას წარმოადგენს პირუტყვის საკვებიც. ანა მიქაძის თქმით, ამ პრობლემების ფონზე, უფრო საქონლის  ხორცად გაყიდვის ტენდენცია შეინიშნება.   „ადამიანებს ინტერესი ეკარგებათ, ვინაიდან კორონავირუსის გამო...


მსგავსი სიახლეები

up