თბილისში, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება - „სიყვარულით სავსე ქალაქი“

თბილისში, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება - „სიყვარულით სავსე ქალაქი“

access_time2018-12-12 14:00:06

„ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ. საზოგადოების გარეშე, მხოლოდ მერია და მერიის თანამშრომლები ვერაფერს გააკეთებენ. ვფიქრობ, უმთავრესი მაინც არის ის, რისი ნაკლებობაც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ქალაქში ნათლად იგრძნობა; ის, რაც არის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორი ყველა კარგი და დიდი საქმის კეთების დროს - ეს არის სიყვარული“ – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.


„უფრო მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის, უბნის, ქალაქის, მოხუცების, ახალგაზრდების, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმართ; მეტი პატივისცემა გვმართებს, როგორც ჩვენი დიდი მემკვიდრეობის, ისე სიახლეებისადმი. ვისურვებდი, სწორედ სიყვარული იყოს ყოველი ახალი წამოწყების საფუძველი. არა ბოღმით, ერთმანეთის ლანძღვით და ქილიკით, არამედ სიყვარულით ვაკეთოთ საქმე და ასე ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას და სამშობლოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება - „სიყვარულით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც დღეს საზოგადოება იმყოფება.



„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთისადმი სიყვარული. დაიღალა საზოგადოება ამდენი სიძულვილით, ბოღმით, შეურაცხყოფით ერთმანეთის მიმართ. მესმის, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური - უნდა იყოს პოლემიკა, დებატები და არა ისე, რაც დღეს ხდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია ყველასთვის. არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.






კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა
access_time2020-01-23 11:30:37
საერთაშორისო ორგანიზაციის Transparency International-ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) ექსპერტებმა 2019 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსი გამოაქვეყნეს.წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზეა, გასულ წელს კი 41-ე ადგილზე იყო. ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ლიდერობენ. imedinews.ge

„უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს“

„უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს“
access_time2020-01-23 11:13:03
„უნდა გავიხედოთ აზიის, განსკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინელი ტურისტი ყველაზე მხარჯველი ტურისტია მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ სასტუმროების ქსელ „ინ გრუპის“ დამფუძნებელმა, პაატა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ქართული სასტუმრო ინდუსტრია და მისი პოტენციალი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სასტუმროების განვითარების...

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...


მსგავსი სიახლეები

up