თბილისში WinExpo Georgia 2021 გაიხსნა

თბილისში WinExpo Georgia 2021 გაიხსნა

access_time2021-10-30 15:27:36

30-31 ოქტომბერს, თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენას WinExpo Georgia 2021 მასპინძლობს. გამოფენა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და საგამოფენო ცანტრის ,,ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ  გახსნეს.

,,მოხარული ვარ, რომ თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და დარგის გულშემატკივრებს შესაძლებლობა მოგვეცა WinExpo-ს ფარგლებში შევიკრიბოთ. ღვინო საქართველოს კულტურისა და ისტორიის ნაწილი, მისი  სავიზიტო ბარათია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო და ამ კუთხთ, არანაირი კომპრომისის დაშვების უფლება არ გვაქვს. ქართული ღვინო ყოველთვის უნდა იყოს საუკეთესო მთელ მსოფლიოში. უნდა აღინიშნოს, რომ  გამოფენის ფარგლებში, საინტერესოდ მიმდინარეობს ღვინის საერთაშორისო კონკურსიც. ხვალ, ასევე გაიმართება ღვინის ექსპორტის ფორუმი, სადაც საშუალება გვექნება ქართული ღვინო წარვუდგინოთ სხვადასხვა ქვეყნის იმპორტიორებს, ღვინის დისტრიბუტორებსა და მყიდველებს, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენი მწარმოებლებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო გამოფენის ორგანიზატორებს, ყველა მონაწილეს და წარმატებული საქმიანობა გისურვოთ“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

წელს, გამოფენაში WinExpo Georgia 2021 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 160 კომპანია მონაწილეობს.  გამოფენაზე წარმოდგენილია ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევრის ღვინის მწარმოებლები,  2019-21 წელს შექმნილი ახალი მარნები, ღვინის ტექნოლოგიები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, ინგრედიენტები და დანამატები, ნერგები, სასუქი, შეფუთვა - აქსესუარები და სერვისები.

„პანდემიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და გმასპინძლობთ ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ერთადერთ მასშტაბურ გამოფენაზე საქართველოში. WinExpo საუკეთესო შესაძლებლობააღვინისადაალკოჰოლურისასმელების მწარმოებლებისთვის,მეღვინეებისა და დარგით დაინტერესებული პირებისთვისგაეცნონსიახლეებს, მრეწველობისგანვითარებისტენდენციებს, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ პროდუქციას და მოიძიონ პარტნიორები. იმედი მაქვს, რომ გასული წლების მსგავსად, წლევანდელი გამოფენაც წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა,  რესან ქიქავამ.

WinExpo Georgia 2021-ისფარგლებში, 29-30 ოქტომბერს, ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსი Georgiana International Wine Award ჩატარდება. გამარჯვებული ღვინოები  8 კატეგორიაში გამოვლინდება და  ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს  მედლები გადაეცემათ. წელს, კონკურშიღვინის 300-მდე ნიმუშიაწარდგენილი.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შედიან ქართველი და უცხოელი ღვინის მაგისტრები, სპეციალისტები და საერთაშორისო ექსპერტები: ტიმატკინი (ჟიურის თავმჯდომარე), ფელისი ტიკარტერი, ჯუდია ურორა, მიხეილ მესხი, ანა გოდაბრელიძე და ლევან მეხუზლა.


WinExpo Georgia 2021-ის ფარგლებში, 31 ოქტომბერს, გაიმართება  ღვინის ექსპორტის ფორუმიWinexpo Forum, რომელიც მოიცავს შეხვედრებს ღვინის იმპორტიორებთან, დისკუსიის რეჟიმშისხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვას და პრაქტიკულ რჩევებს მწარმოებლებთან. ფორუმზე მოწვეულები არიან  იმპორტიორები, რესტორნების ქსელების და ღვინის მაღაზიებისწარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, დანია, ნიდერლანდები, თურქეთი,გერმანია.

30-31 ოქტომბერს, WinExpo Georgia 2021  საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-3 პავილიონსა და გარე სივრცეში იმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

WINEXPO არის ერთადერთი სავაჭრო გამოფენა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და ამ დარგებთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up