თბილისში ტურიზმის გადასახადის დაწესება ტურისტების რაოდენობას შეამცირებს – სპეციალისტები ოდიშარიას ინიციატივას გაუმართლებელს უწოდებენ

თბილისში ტურიზმის გადასახადის დაწესება ტურისტების რაოდენობას შეამცირებს – სპეციალისტები ოდიშარიას ინიციატივას გაუმართლებელს უწოდებენ

access_time2016-11-25 13:00:07

თბილისში ტურიზმის გადასახადის დაწესებას ტურიზმის სპეციალისტები გაუმართლებლად მიიჩნევენ. როგორც ცნობილია, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, ბექა ოდიშარია თბილისის ტურისტულ ნაწილში ე.წ. საკურორტო ტურისტული გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოვიდა.


ოდიშარიას თქმით, გადასახადის დაწესება აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს ბევრ ისტორიულ ქალაქსა და ქვეყანაში და ეს ხელს შეუწყობს დედაქალაქის ტურისტული ზონის გაფართოებას. ოდიშარიამ შესაბამისი ინიციატივით მთავრობის ეკონომიკური გუნდის კანდიდატებს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა.



"ინფრასტრუქტურული ხელშეწყობა, განვითარება, ე.წ. ტურისტული ზონის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულმა ახალი თბილისის პროექტმა გვაჩვენა მრავალმხრივი ეფექტი. ხალხს აქვს მოლოდინი ძველ თბილისში, რომელიც მარტო კრწანისი არ არის და მოიცავს მთაწმინდას და ჩუღურეთსაც, რომ მათ ქუჩაზეც მოვა გაზაფხული. ეკონომიკის მინისტრს და ფინანსთა მინისტრს ვთხოვ, რომ გაჩნდეს ე.წ. საკურორტო ტურისტული გადასახადი. ბაქოში ეს წარმატებული პროექტია. მზად ვართ თბილისის მაჟორიტარები ჩავერთოთ ამ დისკუსიაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოგვცემს სერიოზულ ფისკალურ ეფექტს ზედმეტი დანახარჯების გარეშე. ასეთი გადასახადი არ აწვება ვიზიტორებს, არანაირად არ იწვევს ასხლეტას ტურისტების და ჩვენ გაგვიჩნდება შესაძლებლობა ბუნებრივად მოხდეს ტურისტული ზონების განვითარება", - განაცხადა ოდიშარიამ.


„კომერსანტი" დაინტერესდა, იწონებენ თუ არა ტურიზმის სფეროს სპეციალისტები პარლამენტის წევრის ინიციატივას და გაამართლებს თუ არა მისი დაწესება?



ტურიზმის ექსპერტი ნიკა კვარაცხელია აცხადებს, რომ თბილისში საკურორტო გადასახადის დაწესება გარკვეულ გაუგებრობებს გამოიწვევს. მისი თქმით, როდესაც დედაქალაქი სტუმრების მისაღებად ემზადება, ის მათ დასახვედრად რაღაცასაც აკეთებს.


როგორც კვარაცხელია ამბობს, როდესაც ევროპის ქვეყნები ქალაქის მოსაკრებელს იღებენ, მათ ტურისტებისთვის სამაგიერო შეთავზებები აქვთ. მათ შორის, 1-2 დღიანი აბონემენტები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულისთვის და ასე შემდეგ. კვარაცხელიას განმარტებით, საქართველოში მსგავსი სისტემა არ მოქმედებს.


მისი განმარტებით, საერთაშორისო მასშტაბით საქალაქო ტურიზმისთვის თითქმის ყველა დედაქალაქს აქვს მოსაკრებელი დაწესებული. მაგალითად, ბერლინში ეს არის 2 პროცენტი, რომელსაც სასტუმროებში იხდიან. ამიტომ, ტურიზმისთვის ეს ფორმა უცხო არ არის. თუმცა, როგორც კვარაცხელია აცხადებს, ზედმეტი გადასახადი, განასკუთრებით ეკონომ ტურისტებს არ უყვართ. „ვინც ღამეს ათევს 10-20 ლარიან სასტუმროში, რომელსაც ჩვენ ჰოსტელებს ვეძახით, ეს მათთვის მისაღები არ იქნება"-აცხადებს კვარაცხელია.


მისივე თქმით, თბილისში საკურორტო გადასახადის დაწესება ეკონომ ტურისტების რაოდენობას სავარაუდოდ შეამცირებს. როგორც კვარაცხელია ამბობს, თუ დაწესდება აღნიშნული გადასახადი, მაშინ ის დიფერენცირებული სახით უნდა დაწესდეს. „უნდა განისაზღვროს, ვინ იქნება გადამხდელი და ვინ არა. მაგალითად, ეს შეეხება ტურისტულ ჯგუფებს თუ ინდივიდიალურად ჩამოსულ ვიზიტორებსაც"-აცხადებს კვარაცხელია.



მისივე განმარტებით,საკურორტო მოსაკრებელს აწესებენ კურორტები. თბილისი კი ოფიციალურად კურორტი არ არის. შედეგად, შეუსაბამოა ქალაქისთვის საკურორტო გადასახადის დაწესება, რომელიც არ არის დედაქალაქი და არ აქვს კურორტის სტატუსი და არ არის შეტანილი ქვეყნის კურორტების ნუსხაში. მისი თქმით, საქართველოში 102 კურორტია და აქ თბილისი არ შედის.


თბილისში საკურორტო გადასახადის დაწესებას სკეპტიკურად უყურებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე მაია სიდამონიძეც. მისი შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით დაბეგვრის ასეთი ფორმა არსებობს, თუმცა დღეს საქართველო არ არის იმ პოზიციაში, რომ თავისი ტურისტული პროდუქტი კიდევ ზედმეტი დაბეგვრით გააძვიროს. სიდამონიძის განმარტებით, დღეს კონკურენცია არამარტო მომსახურებაზე და პროდუქტის შეთავაზებაზეა, არამედ, ფასებშიც.



სიდამონიძეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მთელი ეს პროცესი გამჭირვალე იქნება.ანუ, რამდენი ფული შეგროვდება და რაში დაიხარჯება. მისთვის გაუგებარია რამდენ მილიონ ლარზეა საუბარი, რომელსაც მთავრობა ტურიზმის განვითარების დაფინანსებისთვის ვერ იმეტებს.


„აქედან გამომდინარე, ეს დააზიანებს ჩვენს კონკურენტუნარიანობას, რადგან საგრძნობლად გააძვირებს ტურისტულ პროდუქტს. მეორეს მხრივ, ეს არის იქნება გამჭირვალე პროცესი და დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი ვერ დავინახავთ რამდენი ფული შეგროვდება და სად წავა. მესამე, მე არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტული ინიციატივიდან იმდენი ფული შეგროვდება, რომ სახელმწიფოს უღირდეს ამისი დანერგვა"-აცხადებს სიდამონიძე.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი



იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

Biletebi.ge-მ ახალი პლაფტორმა Eqimtan.ge შექმნა

Biletebi.ge-მ ახალი პლაფტორმა Eqimtan.ge შექმნა
access_time2020-05-29 11:30:29
Biletebi.ge-მ ახალი ონლაინ-პლატფორმა Eqimtan.ge-შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, ეს პლატფორმა პაციენტებს კლინიკებში ჩაწერისა და სატელეფონო კონსულტაციის მიღების საშუალებას მისცემს. „გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ღონისძიებების 100 პროცენტი გაუქმებულია, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა  საკმაოდ მარტივია - ძალიან მალე გავუშვებთ ახალ ვებ-პლატფორმას  - EQIMTAN.GE,...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...


მსგავსი სიახლეები

up