თბილისში ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტთან დაკავშირებით რეგიონული კონფერენცია გაიმართება

თბილისში ტრასეკას საგზაო უსაფრთხოების პროექტთან დაკავშირებით რეგიონული კონფერენცია გაიმართება

access_time2016-02-18 10:37:44

18-19 თებერვალს სასტუმრო “ძველ თბილისში” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრასეკას (TRACECA სატრანსპორტო კორიდორი ევროპა-კავკასია-აზია) საგზაო უსაფრთხოების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული 9 ქვეყნის  მაღალი თანამდებობის წარმომადგენელთა   რეგიონული  კონფერენცია გაიმართება, რომელსაც გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი.


შეხვედრას მასპინძლობს საქართველოს მთავრობა, როგორც პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარი ქვეყანა და იგი ფინანსდება ევროკავშირის მიერ.


კონფერენცია მიზნად ისახავს წარმოადგინოს 2014-2015 წლებში ტრასეკას  საგზაო უსაფრთხოების პროექტი II-ის განხორციელების პერიოდში მიღებული დასკვნები და  მიიღწეული შედეგები.  ბენეფიციარი ქვეყნები არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.


 

კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებს 100 დელეგატი, მათ შორის  ტრასეკას პროექტის ბენეფიციარი თითოეული ქვეყნის  ექვს კაციანი დელეგაცია  წამყვანი  პოლიტიკოსის ხელმძღვანელობით, მაღალი თანამდებობის პირები ევროკავშირის, გაეროს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომელთაც შეუძლიათ  გავლენა მოახდინონ საგზაო უსაფრთხოების საკითხის გაუმჯობესებაზე ტრასეკას რეგიონში.


დელეგატები გაეცნობიან წარმოდგენილ დასკვნებსა და შედეგებს. მათ ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, თუ რა არის საჭირო იმისათვის რომ,  გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოება  თითოეულ სექტორიში და ხელი შეეწყოს  ამ პროექტის მდგრადობას. ტრასეკას პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.



TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up