თბილისში STARBUCKS-ი შეიძლება  არც 2020 წელს გაიხსნას

თბილისში STARBUCKS-ი შეიძლება არც 2020 წელს გაიხსნას

access_time2019-09-10 17:00:50

როგორც „კომერსანტს“ სავაჭრო მაღაზიათა ქსელ Tbilisi Mall-ში განუცხადეს Starbucks-ის ობიექტის გახსნა უცნობი დროით გადაიდო.


ყავის ცნობილ ბრენდს 2019 წლის ბოლოსთვის ობიექტი სავაჭრო ცენტრში უნდა გაეხსნა, მაგრამ კონკრეტული მიზეზების გამო ის აღარ გაიხსნება. ამ ეტაპზე დაგეგმილი არაა Starbucks-ის არც 2020 წელს გახსნა.


„მოგეხსენებათ, თბილისში ბრენდის შემოყვანის ოპერატორი გახლდათ თურქული კომპანია. მეზობელ ქვეყანაში რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე კი ამ ეტაპზე ოპერატორმა გადადო პროექტის განხორციელება. ასევე უცნობია 2020 წლის გეგმაც, რადგან ახლა არც ამ თემაზეა საუბარი“, აცხადებენ Tbilisi Mall-ში. 


შეგახსენებთ, საქართველოში სტარბაქსის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის  6 ივლისს გავრცელდა.



ამერიკული ყავის კომპანია საქართველოში მისი ფრენჩაიზის მფლობელის, “შაიას” მეშვეობით უნდა შემოსულიყო. კომპანია 2002 წელს ქუვეითში “ალშაიას ჯგუფმა” დააარსა და წლებია, თურქეთის ბაზარზე საცალო გაყიდვებში ოპერირებს. კომპანია თურქეთში ისეთი ცნობილი ბრენდების  ფრენჩაიზის მფლობელია, როგორიცაა “ვიქტორია სეკრეტი” და სხვა. “შაიას” მეშვეობით სტარბაქსი აზერბაიჯანშიც იყიდება.



ამერიკული ყავის კომპანია Starbucks  1971 წელს ვაშინგტონში დაარსდა. კომპანია სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის სამმა ყოფილმა სტუდენტმა გახსნა, რომლებიც შემდეგ პარტნიორები გახდნენ და გადაწყვიტეს, რომ მაღალი ხარისხის ყავა განსაკუთრებული წესით მოემზადებინათ.


კომპანიამ პირველი მაღაზია სიეტლში გახსნა და დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში 24 ათასი მაღაზია აქვს.



სალომე ლემონჯავა





თეგები:
STARBUCKS Tbilisi Mall



ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up