თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთადა საქმების ფორუმი გაიმართა

თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთადა საქმების ფორუმი გაიმართა

access_time2019-04-19 16:35:34


სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა.



ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გახსნა. დასაქმების ფორუმს ასევე ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე და სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი.



„თბილისი მოლის“ მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენდა.


დასაქმების ფორუმზე, შშმ პირებს აქტიური ვაკანსიები 20-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა კომპანიამ შესთავაზა. მათ შორის იყვნენ: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“,სასტუმრო „შერატონი“,„ჰოთ თრეველი“,„ვენდისი“აჭარა ჯგუფი, ემ გრუპი დასხვა.



სამუშაოს მაძიებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნენ და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარეს.



ფორუმის მიმდინარეობისას, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და სერვისები დეტალურად გააცნეს.



სახელმწიფო კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასა და მათ შემდგომ ინტეგრაციას.





პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

ფულის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება- გახარია

ფულის გაცემა  ამ კვირიდან დაიწყება- გახარია
access_time2020-05-27 17:42:23
„ფულის გაცემა  ამ კვირიდან დაიწყება“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას კითხვების საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტზე და სასურსათო...

რატომ არის StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ ჩარიცხულ თანხას? - გოცირიძე გახარიას

რატომ არის  StopCov ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ  ჩარიცხულ თანხას? - გოცირიძე გახარიას
access_time2020-05-27 16:20:02
„დაასახელეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არც ერთი თეთრი ფულადი დახმარება“ - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება  StopCov ფონდში ჩარიცხულ თანხაზე გაამახვილა. „ბ.ნ პრემიერო დაასახელეთ...

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა- ჭაბერაშვილი გახარიას

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა-  ჭაბერაშვილი გახარიას
access_time2020-05-27 15:50:33
„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა. „ბ.ნ გიორგი, თქვენ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეთ იმაზე საუბარს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...


მსგავსი სიახლეები

up