თბილისში შენობების რადიაციასა და სეისმომედეგობაზე შემოწმებას ითხოვენ

თბილისში შენობების რადიაციასა და სეისმომედეგობაზე შემოწმებას ითხოვენ

access_time2017-03-07 12:00:32

დაახლოებით 2-3 თვეში თბილისში სამშენებლო ობიექტებს სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე შეამოწმებენ. ამით საბოლოო დადასტურდება, თუ როგორია ბოლო წლებში აშენებულ კორპუსების სეისმომედეგობა და რადიაციის დონე, რის მიმართაც სპეციალისტებს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, კვლევებს ორგანიზაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" განახორციელებს. შედეგი, დაახლოებით, ნახევარ წელიწადში გახდება ცნობილი.

 

ეს იქნება შესაძლებლობა, საბოლოოდ გაირკვეს, თუ რა ნორმა და სტანდარტი გამოიყენება სამშენებლო სექტორში და რამდენად უსაფრთხოა სახლები, რომლებშიც ასობით ათასი ადამიანი ცხოვროლბს.

 

ორგანიზაციის "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ვარაუდობს, რომ კვლევის შედეგი იქნება მძიმე, რამდენადაც ნორმები და სტანდარტები არ არსებობს, მობინადრეების კეთილდღეობა კი მთლიანად მშენებლის პატიოსნებაზეა მინდობილი.

 

როგორც ანზორ საკანდელიძე განმარტავს, პრობლემას ქმნის უხარისხო სამშენებლო მასალები, რომელიც უკრაინიდან შემოდის, განსაკუთრებით, არმატურა, რომლის უმეტესობა რადიაციულია.

 

"ევროკავშირში, სადაც მიგვიხარია შესვლა ადამიანებს კი არა, შინაურ ცხოველებს არ შეუშვებენ ისეთ საცხოვრისში, სადაც უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ არის. მედიცინაშიც ფიქსირდება საშინელი ციფრები, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ავადმყოფობის ფაქტები არის მკვეთრად მომატებული. სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები.

 

ჩვენ ამ მოთხოვნით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც უპასუხისმგებლოდ ეკიდება მოსახლეობის კეთილდღეობას, რადგან სეისმოლოგიური მდგრადობისა და რადიაციის მხრივ ობიექტების შემოწმების მიმართ არანაირ ინტერესს არ იჩენს. ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს ცოდნა, გნებავთ, გამოცდილებაც, ნახევარ წელიწადში მოვამზადოთ ტექნიკური ზედამხედველები ყველა მოქმედ ობიექტზე, მთავარია, გვერდით დაგვიდგნენ", _ აცხადებს საკანდელიძე.

 

მისი ინფორმაციით, ორგანიზაციის ინიციატივას, რომ სამშენებლო ობიექტების სეისმომდგრადობასა და რადიაციაზე შემოწმდეს, მხარს უჭერს "ქართული იდეა" ამერიკაში, რომელიც კვლევას დააფინანსებს. მანამდე კი ორგანიზაციას სერტიფიცირების გავლა მოუწევს.

 


როგორც საკანდელიძე განმარტავს, სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები დაგეგმილია და დაახლოებით 3 თვეში ობიექტების შემოწმებას დაიწყებენ.

 

მშენებლობის დაბალ ხარისხს საკანდელიძე, როგორც ცნობილია, უკრაინიდან რადიაციული არმატურის იმპორტს უკავშირებს. მისი განცხადებით, ასეთი მასალა მასობრივად შემოდიოდა წინა წლებში და ახლაც დიდი რაოდენობითაა ბაზარზე.

 

"მშენებლობებზე უმეტესად ჟანგიანი, კოროზირებული არმატურა გამოიყენება. როცა ობიექტი ასეთი მასალით შენდება, იქ სამშენებლო უსაფრთხოებაზე საუბარი უკვე ზედმეტია. რეალურად მძიმე მდგომარეობაა. უკრაინაში, ჩერნობილის რადიაციამიღებული ლითონის დანადგარების მოწყობილობების ჯართად გადადნობა ხდება.

 

რუსეთმა მოახერხა, რომ ჩაკეტა გზა და არ დაუშვა ასეთი მასალის იმპორტი ქვეყანაში. სამაგიეროდ, ეს ტვირთი საქართველოსკენ წამოვიდა. რადიაციული სამშენებლო ლითონი ყოველთვის შემოდიოდა და დღესაც შემოდის. კედლები, სახურავები ასეთი მასალისგანაა დამზადებუი, რითაც ყოველდღიურად რადიაციას ვიღებთ. გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ყველა ობიექტს, რომ სამშენებლო ეკოლოგიაზე შემოწმდეს. თუ არ დავიწყებთ დროულად, ყოველთვის პრობლემა გვექნება.

 

მზად ვართ, მოვამზადოთ ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმა. მშენებარესთან ერთად უნდა შემოწმდეს ის ობიექტებიც, რომლებშიც ხალხი უკვე ცხოვრობს", - აცხადებს საკანდელიძე.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივას მხარს უჭერს დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე, რომლის შეფასებითაც, სამშენებლო სექტორში ყველა ნიუანსი შესამოწმებელია, რამდენადაც ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რასაც კვლევამ უნდა გასცეს პასუხი.

 

"მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მივიდნენ იმ აზრზე, რომ სეისმურად საშიშ ტერიტორებზე მშენებლობები მაღალ რისკს უკავშირდება. ამასწინათ ერევანში მოიწვიეს იაპონელი სპეციალისტები და მათი დახმარებით მოახდინეს ობიექტების შემოწმება. რამდენადაც ვიცი, კვლევამ ამ მხრივ ერევანში ცუდი შედეგი აჩვენა. ბუნებრივია, რომ ობიექტები სეისმომდგრადობაზე უნდა შემოწმდეს საქართველოშიც.

 

კარგი იქნება, თუ კვლევას ჩაატარებენ - გასამაგრებელი სახლი გამაგრდება და ყურადღება მიექცევა მშენებლობის ხარისხს. რაც შეეხება რადიაციაზე ობიექტების შემოწმებას, საფრთხე ამ მხრივ უკრაინიდან არმატურის იმპორტს უკავშირდება. ცხადია, შესამოწმებელია ყველაფერი, რადგან საფრთხე რეალურად არსებობს. ეჭვი უსაფუძვლოდ არ გაჩენილა. კარგი იქნება, თუკი საერთოდ გამოირიცხება ანდა დადასტურების შემთხვევაში, ადეკვატური ზომების მიღება გახდება შესაძლებელი, რათა ადამიანები დაცულნი იყვნენ", - აცხადებს მაჩაიძე.

 

ყველაზე მთავარი, რაც კვლევას ეფექტურობას შესძენს, ურბანისტების აზრით, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობაა. უშუალოდ კვლევის პროცესში კი, როგორც ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, მნიშვნელოვანია სტანდარტი, რომლის შესაბამისადაც სპეციალისტები ობიექტებს შეამოწმებენ.

 

"სამშენებლო ობიექტების შემოწმება სერიოზული ინიციატივაა, ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებულიც შეიძლება იყოს. ყველა შენობას ეკუთვნის სამშენებლო და ეკოლოგიური პასპორტი, რაც კორპუსის მდგომარეობაზე შეიცავს ინფორმაციას. საინტერესოა, კვლევის ჩატარების იდეა რამდენად არის შეთანხმებული ეკონომიკის სამინისტროსთან, რა ინდიკატორებით იმოქმედებენ, ანუ რა არის ამ კვლევისას სტანდარტი, რითაც უნდა იხელმძღვანელონ.

 

ცხადია, საქმე უნდა გაკეთდეს ისე, რომ არ უნდა იყოს ჯიბრში ჩადგომა ვინმეს მიმართ. ამისთვის სხვადასხვა უწყებამ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან და ნებისმიერ ასეთ ინიციატივას ხელი შეუწყონ", - აცხადებს ვარდოსანიძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია კვლევის პროცესში მერიის ჩართვაც.

 

"სამშენებლო სექტორში თეორიულად საფრთხე არსებობს. საერთოდ, ურბანული ინდიკატორები, ანუ ის მონაცემები, რომელიც გვიჩვენებს ურბანული განვითარების კონკრეტულ მიმართულებას, დასანერგია. რამდენადაც ვიცი, თბილისის მერიაც აგროვებს ამ მონაცემს. კარგი იქნება, თუ დაქსაქსულად არ იმუშავებს მუნიციპალური ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვარდოსანიძემ

 



წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი
access_time2020-07-02 10:00:33
„საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკითხი დგას ისე, რომ წამგებიანია და ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, რაც ასე არ არის, ბიუჯეტი არაფერს არ აძლევს, უნდა მოხდეს რეორგანიზება და სამართლებრივად სწორი ფორმა მიიღოს. დღეს არის არამოქნილი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრები არიან და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ამიტომ გაუგებარი სიტუაციაა. ეს თუ არ გამოჯანსაღდა, ფონდი ვერც პროექტებს ვერ გააჯანსაღებს. ასე ხელაღებით იმის თქმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ უნდა გავაუქმოთ და არ არის საჭირო ორგანიზაცია,...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-07-01 17:25:50
დღეიდან კომერციულ ბანკებში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა. სააგენტოს სადაზღვევო პრემიას ბანკები უხდიან. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება, პროცესში დეპოზიტების სააგენტო ჩაერთვება, რომლის ვალდებულებაა, მოქალაქეს საკუთარ დეპოზიტზე არსებული თანხა 20 დღის ვადაში აუნაზღაუროს. ამ შემთხვევაში, დეპოზიტი გულისხმობს ნებისმიერ პოზიტიურ ბალანსს, რაც ანგარიშზე აქვს მოქალაქეს, ეს შეიძლება, იყოს ვადიანი ანაბარი,...


მსგავსი სიახლეები

up