თბილისში  სასტუმრო Wyndham Grand-ის გახსნის თარიღი დაზუსტდა

თბილისში სასტუმრო Wyndham Grand-ის გახსნის თარიღი დაზუსტდა

access_time2018-09-14 13:45:54

თბილისში სასტუმრო Rixos-ის ნაცვლად სასტუმრო Wyndham Grand-ი 2019 წლის იანვარში გაიხსნება. როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში „კომერსანტს“ ექსკლუზიურად განუცხადენს, სასტუმროს გახსნა 2018 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა, გახსნის თარიღმა ტექნიკური სამუშაოების გამო 1 თვით გადაიწია. 



საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში განმარტავენ, რომ 17 სექტემბერს , ასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ყოფილი სასტუმრო „რიქსოსის“ მფლობელი კომპანია City M-ისა და Wyndham Grand-ის წარმომადგენლებს შორის დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. 




როგორც ცნობილია, სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, გასულ წელს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე კომერსანტთან აცხადებდა, რომ სასტუმრო საკმაოდ რთული ტექნოლოგიებით და ძვირადღირებული მასალებით შენდება შენობა დედაქალაქის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული , პროექტის ბიუჯეტი 45 მლნ დოლარია, სასტუმროში 161 ოთახი იქნება, 32 ლუქსი და საპრეზიდენტო აპარტამენტი პანორამული ლიფტით. სასტუმროში განთავსდება: საცურაო აუზი, აზიური სპა, სამი კაფე-ბარი და რესტორანი, მათ შორის, პანორამული “სქაი ბარი”, 5 საკონფერენციო დარბაზი . ცნობილია, რომ სასტუმროს ექსკლუზიურ 22-მეტრიან ჭაღს მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ლასვიტი დაამზადებს.





რაც შეეხება Wyndham Grand-ის ბრენდს ის Wyndham Hotel Group_ში შემავალია, სასტუმროების ეს ჯგუფი მსოფლიოში უმსხვილესია, მასში 8 000 სასტუმრო, 600.000-ზე მეტი სასტუმრო ოთახია გაერთიანებული მსოფლიოს 66 ქვეყანაში. ჯგუფში სულ 15 ბრენდია გაერთიანებული.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 







ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“ მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია

ISET-ის კვლევა - საქართველოს სოფლის მეურნეობის „აქილევსის ქუსლი“  მიწის არასრული რეგისტრაციაა - სოფლის მეურნეობა წილი მშპ-ში მხოლოდ 7.7%-ია
access_time2019-04-25 14:00:50
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, ჩვენ ყველა, საქართველოს სოფლის მეურნეობით და სოფლის განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა გამოვფხიზლდეთ და ხმამაღლა ვისაუბროთ იმაზე, რომ „სიმპტომების“ წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტურია და ჯერ „პრობლემის სათავეს” უნდა ვუმკურნალოთ... ამას კი, პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან აშკარა და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება! — ასეთია  ISET-ის კვლევის...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ

 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში (უდაბნოში) აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს არ უშვებენ
access_time2019-04-25 10:00:22
მესემე დღეა გარეჯში ჩამოსულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ, — წერს სოციალურ ქსელში დავით გარეჯის მონასტერის გიდი ზვიად ანანიაშვილი. კომერსანტი პოსტს უცვლელად გთავაზობთ. მიზეზი გასაიდუმლოებულია.. ყველეფერი ჩიჩხიტურის მონასტრის...

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...


მსგავსი სიახლეები

up