თბილისში საშუალო ხელფასი ზოგიერთ რეგიონთან შედარებით 105-130 პროცენტით მაღალია

თბილისში საშუალო ხელფასი ზოგიერთ რეგიონთან შედარებით 105-130 პროცენტით მაღალია

access_time2021-10-08 14:00:31

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასი 5.4%-ით (62 ლარით) 1191 ლარამდე გაიზარდა. თბილისში ხელფასი ქვეყნის საშუალოსთან შედარებით 17%-ით მაღალია, ზოგიერთ რეგიონთან შედარებით კი 105-130 პროცენტით. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.



საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი - 2157 ლარი, 6.2%-იანი მატების შემდეგ, კვლავ საფინანსო სფეროში დაფიქსირდა. 16.3%-იანი მატების შემდეგ ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში საშუალო ანაზღაურება 1886 ლარამდე გაიზარდა, პროფესიულ სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობაში კი მხოლოდ 2.3%-ით 1852 ლარამდე.



სქესის მიხედვით კაცების ხელფასი 3.4%-ით 1408 ლარამდე გაიზარდა, ქალების კი 9.6%-ით 952 ლარამდე. კაცების ხელფასი ქალებისას 48%-ით აღემატება, თუმცა ეს სხვაობა წლიდან-წლალმდე მცირდება. 2005 წელს 104%-ით აღემატებოდა, 2010 წელს 74%-ით, ხოლო 2015 წელს 55%-ით. საქსტატს განმარტებული არ აქვს, მაგრამ დისბალანსს თავის ახსნას უძებნიან ეკონომისტები, მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც წესი, კაცები ინიშნებიან, რაც მათ საშუალო ანაზღაურებას ზრდის, ერთი და იგივე პოზიციაზე კი ქალსა და კაცს როგორც წესი თანაბარი ანაზღაურება აქვთ.




2020 წელს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 5.2%-ით 1024 ლარამდე გაიზარდა, კერძო სექტორში კი 6.1%-ით 1285 ლარამდე. 2015 წელს კერძო სექტორში ხელფასები სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასს 15%-ით აღემატებოდა, 2020 წელს 24%-ით.



თბილისში ხელფასები ქვეყნის საშუალოსთან 17%-ით მაღალია და 1394 ლარს შეადგენს. რეგიონების მიხედვით თბილისის შემდეგ ყველაზე მაღალი ხელფასი მცხეთა-მთიანეთშია - 1045 ლარი, მეორე ადგილზე 998 ლარით ქვემო ქართლია, სამეულს 945 ლარით აჭარა ასრულებს. ხელფასები ბევრად უფრო დაბალია კახეთში - 759 ლარი, გურიაში - 679 ლარი და რაჭა-ლეჩხუმ ქვემოს სვანეთში - 605 ლარი. თბილისში საშუალო ხელფასი 105%-ით უფრო მაღალია ვიდრე გურიაში და 130%-ით უფრო მაღალი ვიდრე რაჭაში.



თითოეულ შემთხვევაში მოყვანილი რიცხვები დარიცხულ ხელფასს ასახავს. მას სავალდებულო წესით საპენსიო შენატანი და საშემოსავლო გადასახადი აკლდება, რის შემდეგაც საშუალო ხელფასი 934 ლარამდე მცირდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up