თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება

თბილისში საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება

access_time2019-04-30 09:10:36

დღეს, 13.00 საათზე, თბილისში, „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიმართება. მისი ორგანიზატორია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა. ღონისძიებას ისრაელიდან 100-მდე ბიზნესმენი და ინვესტორი, აგრეთვე, მოქმედი ქნესეთის ვიცე-სპიკერი და ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელი დაესწრება.


ბიზნესფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.


ხვალისთვის დაგეგმილი ბიზნესფორუმი რიგით მეოცეა, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით იმართება. ისრაელის დელეგაცია სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისს დღეს ეწვევა. მის შემადგენლობაში არიან ისეთი მსხვილი ბიზნესმენები, რომლებსაც საქართველოსთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ და დაინტერესებული არიან ქვეყნის ბიზნესკლიმატის გაცნობითა და ინვესტირებით.


ფორუმზე გახმაურდება ახალი სტატისტიკური მონაცემები, რომელიც საქართველოში ისრაელის ბიზნესაქტივობას შეეხება.



დელეგაციაში შედიან HI TECH-ის, სამშენებლო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და კვებითი მრეწველობის წარმომადგენლები.


საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის ბიზნესსა და პოტენციურ ინვესტორებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ახლა მნიშვნელოვანია, მათ მოისმინონ ინფორმაცია ბიზნესგარემოს შესახებ და მიიღონ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.


ბიზნესფორუმს წინ უძღოდა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის თაოსნობით ისრაელის მედიაში საქართველოს საპიარო რამდენიმე ტელესიუჟეტი და სტატია, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოთი ისრაელის საქმიანი წრეების დაინტერესებასა და მათ ჩამოყვანაში.


ისრაელის დელეგაცია პირველ მაისს მონაწილეობას მიიღებს რუსთაველის თეატრში დაგეგმილ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც „ისრაელის სახლისა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით ჩატარდება.



BPN






„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up