თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

access_time2018-05-16 17:44:57

2018 წლის 16 მაისს, სასტუმრო „თბილისი რუმს"-ში საქართველო-ავსტრიის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. პალატის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ შენცმა გახსნეს. ბიზნეს-ფორუმი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას.

 

 

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ავსტრიის ბიზნეს-სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათ ინტერესში ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან კომუნიკაცია და საქმიანი კონტაქტების დამყარება შედიოდა. ქართულ ბიზნეს-სექტორს საშუალება ჰქონდა პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სექტორების მიხედვით საქმიანი მოლაპარაკებები გაემართა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ემსჯელა.

 

 

ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ჰიდრო- ელექტროენერგია, დეტექტორების, ონკანების და მსგავსი საზომი ხელსაწყოების წარმოება, სახანძრო სიგნალიზაცია და ტაქსომეტრები, სპორტული კომპლექსების მოწყობა და მართვა, მანქანათმშენებლობა, შესაფუთი მანქანა-დანადგარები, მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და სხვ.

 

 


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად ქართული ბიზნეს-სექტორის 110 წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

 

 

ფორუმის პირველ ნაწილში გაიმართა პრეზენტაციები ავსტრიული და ქართული კომპანიების შესახებ, შემდეგ კი ღონისძიება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრების რეჟიმში წარიმართა.

 

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს. ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორების დაკავშირებისა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით პალატები სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს ახორციელებენ.

 

 

„ამჯერად საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა იწყებს თანამშრომლობას ავსტრიის ეკონომიკურ პალატასთან პროფესიული განვითარების კუთხით. ეს სფერო ავსტრიაში კარგად არის განვითარებული. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. მათ აქვთ პროფესიული განათლების სხვადასხვა პროექტები, რაც ჩვენთვის შეიძლება იყოს კარგი მაგალითი. იმედი მაქვს, დღევანდელი შეხვედრები ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება", - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

 

 

 

 




გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და "ოცნებას" არ ენოდბა

გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და
person access_time2018-08-16 19:38:45
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ მმართველ პარტიას არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე ორმაგი აბუჩად აგდებაა. როგორც პოლიტოლოგი Facebook-ში წერს, ის ერთი მხრივ აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო მეორე მხრივ "ქართულ ოცნებას", რომელსაც უნდობლობას უცხადებს.   ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ორმაგი აბუჩად აგდებაა. ერთი მხრივ ის აბუჩად იგდებს პრეზიდენტის...

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“ „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“  „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
person access_time2018-08-16 18:31:58
 „სფერო დეველოპმენტი“, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ, რომელთანაც მიმდინარე წლის მაისში ნასყიდობის  წინარე ხელშეკრულება გააფორმა, სამართლებრივ დავას...

პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს

 პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს
person access_time2018-08-16 20:00:00
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტში მორიგი ცვლილებების შეტანა დაანონსა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია და მნიშვნლოვნად გადამუშავდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. ცნობილია, რომ  ცვლილებები პარლამენტის პლენარულ...

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა
person access_time2018-08-16 16:53:00
...

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება
person access_time2018-08-16 16:55:31
შრომის ინსპექტორის უფლებები გაიზრდება და  უსაფრთხოების კონტროლს  ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება.  ეს იმას ნიშნავს, რომ 1 აგვისტოდან ამოქმედებული ნორმები მხოლოდ  მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე არ...


მსგავსი სიახლეები

up