თბილისში სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენცია მიმდინარეობს

access_time2017-06-22 11:38:59

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში"„საპარტნიორო ფონდისა" და "საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების" მიერ ორგანიზებული II სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მთავარი თემაა: „შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა".

 

„საპარტნიორო ფონდისა" და "საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების" მიერ ორგანიზებული სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენცია" საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების"(MRICS)პრეზიდენტმა ბესიკ დიაკონიძემგახსნა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვა გააცნო. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ; ევროპის საშემფასებლო ასოციაციების (www.tegova.org) პრეზიდენტმა შიშტოფ ჟიჟეკმა;  ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

 

კონფერენციაზე დისკუსია შეფასების პრაქტიკულ საკითხებზე, საშემფასებლო სტანდარტებსა და საშემფასებლო საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით შედგა. გაიმართა მსჯელობა საშემფასებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონის თაობაზე.

 

„საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყანა უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, ხდება მთელი რიგი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ევროპული მიდგომების ჩვენს საკანონმდებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება ყველა იმ სფეროებში, რომელიც ბიზნეს სტანდარტების გაუმჯობესების და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის არის აუცილებელი. გამომდინარე იქიდან, რომ საპარტნიორო ფონდის ძირთადი საქმიანობა გახლავთ საინვესტიციო პროექტების განხორციელება, ჩვენთვის უმთავრესია მაღალკვალიფიციურ საშემფასებლო კომპანიებთან თანამშრომლობა. რაც შეხება დღევანდელ კონფერენციას, რომლის მთავარი თემა „შეფასების საერთაშორისო პრაქტიკაა". შეფასების პროფესიით დაინტერესებულ პირებს საუკეთესო შანსს აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია, კონფერენციის ფარგლებში დაამყარონ კონტაქტი მსოფლიო დონის პროფესიონალებთან, მიიღონ ინფორმაცია და გაიზიარონ ევროპული გამოცდილება საშემფასებლო პრაქტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე" - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ

 

 

კონფერენციის ძირითადი თემებია:


1. შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა

2. საგირავნო ქონებების შეფასება, დაკრედიტების მიზნებისათვის

3. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შეფასება

4. სასოფლო სამეურნეო მიწების შეფასება

5. უძრავი ქონების შეფასება დაბეგვრის მიზნებისათვის

6. საშემფასებლო სტანდარტები და მათი მოქმედების არეალი (IVS, EVS, RICS).

7.საშემფასებლო საქმიანობის განვითარება საქართველოში, ამოცანები და პერსპექტივები და სხვა აქტუალური საკითხები, რომელიც უკავშირდება შეფასებას.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს შემფასებელთა საერთაშორისო ორგანიზაციების 12-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე დელეგატი (დასავლეთ და აღმოსავლეთი ევროპიდან, აშშ-დან, ყოფილი დსთ-ის ქვეყნებიდან), საქართველოში მოღვაწე საშემფასებლო და აუდიტორული კომპანიები, საქართველოს მთავრობის, საპარტნიორო ფონდის, თბილისის მერიის, საქართველოს კომერციული ბანკების; დეველოპერების, სადაზღვევო კომპანიების, ადგილობრივი მსხვილი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან საერთაშორისოსაშემფასებლო სტანდარტების კომიტეტის (www.ivsc.org)წევრები.

 

კონფერენციას ესწრება ევროპის საშემფასებლო ასოციაციების (www.tegova.org) პრეზიდენტი შიშტოფ ჟიჟეკი. TEGOVA წარმოადგენს ევროკომისიის მთავარ რეკომენდატორს უძრავი ქონების საკითხებში და ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 36 ქვეყნის საშემფასებლო ორგანიზაციებს. დელეგატებს შორის არიან აღნიშნული ორგანიზაციის საბჭოს წევრები დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან, ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აზიიდან. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრია 2014 წლიდან და აქტიურად არის ჩართული მსოფლიო საშემფასებლო საქმიანობაში. TEGOVA აქტიურად თანამშრომლობს და მხარს უჭერს „საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოებას" (www.ivsg.ge).

 

 

 



საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს
access_time2019-12-09 12:03:19
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან რამდნეიმე წუთის წინ გამართულ  სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სურგულაძემ  განაცხადა, ერთი კვირის წინ სამეთვალყურეო საბჭოს მივმართა თხოვნით, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ 16 იანვრიდან დაეტოვებინა თანამდებობა. მისივე თქმით, თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა დარჩეს თანამდებობაზე, ის გაითვალისწინებს საბჭოს აზრს. შეგახსენებთ,...

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

„90-იან წლების შემდეგ ასეთი რთული სიტუაცია ქვეყანაში არ ყოფილა“ - ხალხის ხმა „კომერსანტზე“

„90-იან წლების შემდეგ ასეთი რთული სიტუაცია ქვეყანაში არ ყოფილა“ - ხალხის ხმა „კომერსანტზე“
access_time2019-12-09 10:00:09
საქართველოში ფასების საერთო დონე რეკორდულად იზრდება, ბოლო ერთ წელში სურსათი 13.4 პროცენტით გაძვირდა. „კომერსანტი“ ამჯერად ხალხის აზრით დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მომატებული ფასების პირისპირ დარჩენილი მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, ადამიანებს თვიდან თვემდე თავის გატანა ყოველ დღიურად ურთულდებათ. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი თითქმის ყველა მოქალაქეს დაეტყო, რთული ვითარება განსაკუთრებით...


მსგავსი სიახლეები

up