საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“ იხსნება

საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“ იხსნება

access_time2021-10-25 18:05:19

26 ოქტომბერს, 13:00 სთ-ზე, კომპანია „რედიქსი“ ხსნის  საერთაშორისო ბრენდის ახალ სასტუმროს „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მედია და პროექტში ჩართული სხვა პირები დაესწრებიან.



 სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“ ვაკეში, ქალაქის ბიზნეს და კომერციული უბნის ცენტრში, კერძოდ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.  ბოლო წლებში ბიზნეს ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში.

 

 

 

შენობას მარცხნიდან ესაზღვრება თანამედროვე A კლასის ბიზნესცენტრი CH64, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო და დიპლომატიური ორგანიზაციების ოფისები მდებარეობს. სასტუმროს ადგილმდებარეობა იდეალურია, როგორც ბიზნეს მოგზაურებისთვის, ასევე ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის,  ვისაც სურს საკუთარ თავზე გამოსცადოს „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“ განსაკუთრებული ატმოსფერო.



ცნობისთვის, Hilton-ი წამყვანი კომპანიაა მსოფლიო სასტუმრო ბიზნესში, მისი პროფილი 18 მაღალი კლასის ბრენდისგან შედგება და მოიცავს 6600 სასტუმროს და მილიონზე მეტ ოთახს 119 ქვეყანაში. მისი მიზანია მიჰყვეს დამფუძნებლის ხედვას და გახადოს მასპინძლობის ბიზნესი უფრო ნათელი და თბილი.




Hilton-მა მისი 100 წლიანი არსებობის მანძილზე 3 მილიარდზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.



 2020 წელს კომპანიას საუკეთესო სამუშაო ადგილის სტატუსი მიენიჭა და დოუ ჯონსონის ინდექსის მიხედვით სფეროს ლიდერი გახდა. 2020 წელს ასევე დაინერგა ჰილტონის პროგრამა CleanStay, რომელიც უზრუნველყოფს სისუფთავის სტანდარტს ბრენდის ყველა სასტუმროში.



გარდა ამისა, როგორ კომპანიაში განმარატვენ,   Hilton -ის ლოიალობის პროგრამას Hilton Honor-ს 118 მილიონზე მეტი მონაწილე ყავს. მათ შეუძლიათ თავად  დაჯავშნონ, შეარჩიონ ოთახი და გააღონ ის სმარტფონის მეშვეობით. აპლიკაცია საშუალებას იძლევა სტუმარმა გაიაროს ყველა პროცედურა დისტანციურად.



 „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“ განსაკუთრებულ გარემოს სთავაზობს სტუმრებს, რომელიც  თანამედროვე, მაღალი დონის მომსახურებასთან ერთად ხელმისაწვდომიცაა. მაღალი დონის კომფორტი კი ქმნის ყველა პირობას,  „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისის“  სტუმრობადაუვიწყარი და შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახდეს.



პროექტის ჯამური ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის, 170 კომფორტული ოთახი, 8 საკონფერენციო დარბაზი და ქართულ-ევროპული რესტორანი „ანდაზი“ არის წარმოდგენილი. შენობის არქიტექტურაზე  ლევან მუშკუდიანმა და ირაკლი შარაშიძემ იმუშავეს.  რაც შეეხება სასტუმროს ინტერიერს, კონცეფცია კომპანიარედიქსი-ს დიზაინერთა ჯგუფმა  და ლევან მუშკუდიანმა ერთობლივად შეიმუშავეს.



,,ჰილტონ გარდენ ინნ-ში განთავსებულია თანამედროვე ქართველი არტისტის - მაია სუმბაძის ნამუშევრები.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up