თბილისში სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებისთვის შესაძლოა საპარკინგე ადგილები გამოიყოს

თბილისში სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებისთვის შესაძლოა საპარკინგე ადგილები გამოიყოს

access_time2019-11-27 10:00:51

საცობი დილით, საცობი შუადღეს, საცობი საღამოს- გადატვირთული მოძრაობა თბილისის ქუჩებში ბოლო პერიოდის მუდმივი პრობლემაა. დაახლოებით ერთი წლის წინ პრობლემის შემსუბუქებას თბილისის მერია ე.წ. ღამის დისტრიბუციის ამოქმედებით გეგმავდა, ცვლილებების მიხედვით სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს გადაადგილების განრიგი უნდა განსაზღვროდათ. თუმცა  კახა კალაძის ინიციატივის განხილვა, დროებით შეჩერდა. კახა კალაძე აცხადებდა, რომ დისტრიბუციის ავტომანქანები გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის დროს, ე.წ. პიკის საათებში პრობლემას ქმნიდნენ.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ვადით გადავადდა თბილისის მერის ინიციატივა და როგორ დარეგულირდება სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს გადაადგილება დედაქალაქში? 

 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა არ შეჩერებულა, სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორების გადაადგილების განრიგი თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმით დარეგულირდება.

 

„თბილისის მერია სისტემურად უდგება სატრანსპორტო საკითხებს.  დაწყებულია მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. სწორედ გეგმის ფარგლებში გადაწყდება, სადისტრიბუციო მანქანებისა და დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობის სქემები და გრაფიკები. ტრანსპორტის გენერალური გეგმა განსაზღვრავს საგზაო და ინფრასტრუქტურულ საკითხებს, საგზაო მიმართულებებს და გრაფიკებს. გეგმა ასევე დაადგენს იმ პოტენციურ ქუჩებს, სადაც შესაძლოა შეიზღუდოს საავტომობილო მოძრაობა. მერიას აქვს აქტიური კომუნიკაცია დისტრიბუტორთა ასოციაციასთან, რომელიც ინფორმირებულია ტრანსპორტის გენერალური გეგმის თაობაზე,- განაცხადა მერის მოადგილე მაია ბითაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას.


 

გასულ წელს „კომერსანტთან“ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ქალაქს საცობებისგან ვერ გაანთავისუფლებდნენ და რეგულაციები პროდუქციის რეალიზებას შეამცირებდა, რაც წვრილი სავაჭრო ობიექტების დახურვას გამოიწვევდა. დღეს „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ სადისტრიბუციო კომპანიები პროცესებში თბილისის მერიასთან ერთად აქტიურად არიან ჩართულები. მისი თქმით, სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორების გადაადგილების განრიგთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული პროექტი არ არსებობს.

 

თბილისის მერიას უცხოელი კონსულტანტები ჰყავთ დაქირავებული, გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი დისტრიბუციაა, შესაბამისად, პროცესებში გათვალისწინებული ვყავართ და აქტიურად ვართ ჩართულები. რამდენიმე დღის წინ იყო გარკვეული შეხვედრა და ჩვენ პრობლემატურ საკითხებზე ვისაუბრეთ. მომავალ შეხვედრებზე ჩვენთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას. ალბათ წავალთ იმ მიმართულებით, რომ საპარკინგე ადგილები გამოიყოფა. ისევე როგორც ტაქსებისთვის,  დისტრიბუციისთვის ანალოგიური ადგილები განთავისუფლდება სავაჭრო ობიექტებთან. შეიძლება გარკვეული საათების შეზღუდვაზე იყო საუბარი. მაგალითად, რვიდან ათ საათამდე, ხუთიდან რვა საათამდე. ღამის პერიოდზე გადასვლა დისტრიბუციისთვის პრობლემა არ არის ერთგვარი ბენეფიტიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ მცირე ზომის სავაჭრო ობიექტები უბრალოდ დაიხურებიან და ვერ შეძლებენ მუშაობას“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

 

როგორც ცნობილია, სატრანსპორტო პოლიტიკა კახი კალაძის საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუმცა მერობიდან 2 წლის თავზე პრობლემა თბილისის მოქალაქეებისთვის ისევ მოუგვარებელია.

 


ბაჩო ადამია





Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up