ბინებზე მოთხოვნას რა ვუყოთ?! - დეველოპერები პაპაშვილის ინიციატივას არ ეთანხმებიან

ბინებზე მოთხოვნას რა ვუყოთ?! - დეველოპერები პაპაშვილის ინიციატივას არ ეთანხმებიან

access_time2021-03-10 10:00:11

სჭირდება თუ არა დედაქალაქს განაშენიანების გაგრძელება და საცხოვრებელი კორპუსების დამატება,  ამ თემაზე, ცოტა ხნის წინ კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის წინააღმდეგია. ის ამბობს, რომ დედაქალაქი 20 წელია რაც შეივსო და მას არც ერთი აგურის დამატება აღარ სჭირდება.

 

„კომერსანტი“ ამ თემაზე სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების პოზიციით დაინტერესდა. სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ დედაქალაქის ურბანულ განვითარებაში პრობლემები ნამდვილად არსებობს, თუმცა სრულად გაჩერება არც გამოსავალია და არც ქალაქის განვითარების საწინდარი.

 

„ჩვენთან პროექტის შესასრულებლად მოსულ დამკვეთს ყველა ბერკეტი შეთანხმებული აქვს ნებართვასთან დაკავშირებით. ჩვენ კლასიკური მშენებლები ვართ. როდესაც ყველაფერი ნორმებში ჯდება, მერე ხდება პროექტის დაწყება.

 

ურბანულ განვითარებაში ზოგადად პრობლემები არის, მაგრამ ეს ფართო განხილვის საგანია და შესაბამისმა სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ ამ თემაზე. თუმცა სრულად გაჩერება განვითარებას არ ნიშნავს. მშენებლობები რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს, უნდა იყოს შესაბამისი დასაშვები ზონები. უფრო სწორი იქნება, თუ ამაზე ურბანისტები იმსჯელებენ“- განმარტავს ირაკლი გოგოლაშვილი.


 

„არსის“ გენერალური დირექტორის ბესიკ ორთოიძის აზრით, საქართველოშ დემოგრაფიული პროცესების მიმდინარეობა და თაობების სხვადასხვა საცხოვრებლებში გადანაწილების მოთხოვნა, არ იძლევა ქალაქში მშენებლობების გაჩერების საფუძველს. როცა მოთხოვნა აღარ იარსებებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ამაზე ფიქრი.

 

„რა თქმა უნდა, ცალსახად ვერ დავეთანხმები პოზიციას, რომ უნდა შეჩერდეს კორპუსების მშენებლობები.  რომ გადავხედოთ, ნამდვილად არის ქაოსური განაშენიანება, არის უბნები სადაც ზედმეტიც კი იყო ის, რაც გაკეთდა. ასევე არის უბნები, სადაც საჭიროა კარგი ურბანული განვითარება. მაგალითისთვის ძველი ქარხნების ტერიტორიები რომ ავიღოთ, ეს უნდა შეიცვალოს. საცხოვრებელი სახლი რომ არ ავაშენოთ, რა ვუყოთ მოთხოვნას, ძველ შენობებს, კომუნისტური პერიოდის ნაგებობებს, რომელსაც ჩანაცვლება სჭირდება.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოგრაფია - იყო დრო, როდესაც რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობდა. ევროპამ ეს პერიოდი გადალახა და ახლა ჩვენთან მიმდინარეობს პროცესი, როცა შვილები ცალკე საცხოვრებელზე ზრუნავენ. როდის უნდა ვთქვათ, რომ საკმარისია საცხოვრებელი კორპუსები? როცა არ იქნება მოთხოვნა. შეიძლება ვიზრუნოთ კორპუსების სიმაღლეზე. მაგრამ საერთოდ რომ აღარ აშენდეს საცხოვრებელი სახლები, ამას არ ვეთანხმები. შეიძლება ქალაქის დაგეგმარების სწორი სტრატეგია შემუშავდეს, რითაც სიტუაცია გაუმჯობესდება“ - ამბობს ბესიკ ორთოიძე.

 

მშენებლობა აღარ გვინდა ამ ქალაქში განსაკუთრებით საცხოვრებელი კორპუსების. ეს არის ჩემი მოლოდინი და თხოვნა ყველასთან რომ შეაჩერონ ყველაფერი. არსებულს თუ გადავაკეთებთ და ძველს თუ აჟურში მოვიყვანთ, თორე საცხოვრებელი სახლების მშენებლობების წინააღმდეგი ვარ. 20 წლის წინ შეივსო თბილისი, არც ერთი აგური არ სჭირდება თბილისს“, - განაცხადა გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას ბიზნესმენმა.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up