თბილისში საბაგიროს ორი პროექტი განხორციელდება

თბილისში საბაგიროს ორი პროექტი განხორციელდება

access_time2020-07-08 12:21:37

თბილისში საბაგიროს ორი - სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის პროექტები განხორციელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათგან პირველი სამგორი-ვაზისუბნის პროექტის განხორციელება იგეგმება.



„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის ძალიან ბევრი კომპონენტისგნ შედგება. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი მოწესრიგებული და განახლებული იყოს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად ჩანაცვლებული გვექნება ყვითელი ავტობუსები. ასევე, მეტროს მიმართულებით გვაქვს დაწყებული მთელი რიგი პროექტები - მეტროს ვაგონების განახლება, ახალი შემადგენლობების შესყიდვა. ზოგადად, როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მიმართულება, ესაა საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წელს, მერიის დაკვეთით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „სისტრამ“ საბაგირო ტრანსპორტის შესახებ მთელი ქალაქის მასშტაბით კვლევა ჩაატარა. მისი მიზანი იყო, პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომელიც თბილისში საბაგირო ხაზების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ როდესაც მუშაობა დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გამოვიყენეთ ეს კვლევა და ადგილობრივ კომპანია „გეოგრაფიკს“ დავუკვეთეთ კონკრეტული დერეფნების გამოყოფა, სადაც შესაძლებელია, საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. ეს არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




მისივე თქმით, სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტის განსახორციელებლად, თანხები უკვე გამოყოფილია.



„ამ ორი პროექტის განხორციელება მოხდება ეტაპობრივად. პირველი განხორციელედება სამგორი-ვაზისუბნის პროექტი. აქ თანხები უკვე გამოყოფილია. დაახლოებით, 30 მლნ ევროზეა საუბარი. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისთვის. სამგორი-ვაზისუბნის ხაზი მჭიდროდ დასახლებულ ვაზისუბანს, რომელიც 40 ათასზე მეტ მცხოვრებს ითვლის, მეტროსადგურ „სამგორთან“დააკავშირებს, რაც მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. რაც შეეხება სარაჯიშვილი-ზღვისუბნის ხაზს, ის მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიას ზღვისუბნის დასახლებასთან დააკავშირებს. აქ საბაგიროს სადგური აუცილებლად უნდა განთავსდეს თემქის ხევში. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ თემქის ხევის რეაბილიტაციას და პროექტში ესეც გათვალისწინებული იქნება, რომ სადგურის შენობა-ნაგებობა, აქ იყოს განთავსებული. სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო განთავსდება მეტროსადგურ „სამგორის“ ტერიტორიაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.



მისივე განმარტებით, სამგორი-ვაზისუბნის პროექტთან დაკავშირებით, მერია ივლისში უკვე კონსულტანტ კომპანიას აიყვანს, რომელიც პროექტის დეტალების დამუშავებაში დაეხმარება, მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ, უკვე წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება. ცოტა მოგვიანებით კი, მეორე პროექტის განხორციელებაც იქნება შესაძლებელი.



„ძალიან მიხარია, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქალაქში გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული, მოსახერხებელი და თავისუფლად შესაძლებელი. ინფასტრუქტურულ პროეექტებში, რომელსაც ქალაქში ვახორიელებთ, რა თქმა უნდა, ყველგან გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შესაბამისი ზოლები, რათა ავტობუსებს და მიკროავტობუსებს გადაადგილება თავისუფლად შეეძლოთ. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ საბაგიროს პროექტების განხორციელებისას ამ ორი მეტროს ტერიტორიაზე მოეწყობა სატრანსპორტო ჰაბები. ასევე, გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის. ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი შინაარსი არის ის, რომ მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, საბაგიროები ისე იყოს ერთმანეთთან შეთავსებული, რომ ადამიანისთვის გადაჯდომა კომფორტული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





თეგები:
საბაგირო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up