თბილისში საახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება

access_time2020-12-16 12:40:39

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერმა აღნიშნა, მაღალი რისკის გამო, წელს საახალწლო სოფელი არ გაისხნება, აღნიშნული თანხა კი დედაქალაქში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მიიმართება.

„როგორც იცით, წლევანდელი ახალი წელი რადიკალურად განსხვავებული იქნება წინა წლებისგან, ყველაფრით - მასშტაბებით, ღონისძიებებით. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია იმ პრობლემებით, რომელიც პანდემიამ შეგვიქმნა. ჩვენ წელს არ გვექნება საახალწლო სოფელი, რადგან ეს ადამიანებს უბიძგებს თავშეყრისკენ და ძალიან გაჭირდებოდა კონტროლი. შესაბამისად, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს საახალწლო სოფელი არ გაგვეკეთებინა და ის თანხები, რომელიც ამ მიმართულებით უნდა დახარჯულიყო, მიემართება იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა, უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, მომავალს უნდა ვუყურებდეთ იმ რწმენით, რომ ყველა სირთულეს გადავლახავთ. მესმის, რომ რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ერთობით, ერთიანი ძალისხმევით, ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარია ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება. ამიტომ გვიწევს ამ შეზღუდვების დაწესებაც და განსხვავებული ახალი წლის ჩატარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო კონცერტები თბილისში 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.


„ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს აინთება. ვიცი, რომ ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს და მინდა, მათ და მათ მშობლებს მივმართო: მოემზადონ და ტელეეკრანებიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. რაც შეეხება შემდეგ ღონისძიებებს, გვექნება რამდენიმე კონცერტი. 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის შემსრულებლები და მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან და ტერასებიდან ჩაერთვებიან. ჩართვებში ასევე, გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები. გარდა ამისა, კონცერტები გაიმართება 6 და 14 იანვარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, რადგან მათი ჩართულობა საახალწლო კონცერტებში ძალიან მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ამ რთულ ვითარებაში გაუჭირდათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც და დიდი ზიანი მიადგათ. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით მათ დასახმარებლად, თუმცა მათ ახლაც სჭირდებათ თანადგომა და მხარდაჭერა. მაქსიმალურად შევეცდებით, ისინი ამ ღონისძიებებში ჩაერთონ. როგორც გითხარით, კონცერტებისა და ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ნახვა ტელეეთერებიდან იქნება შესაძლებელი, რადგან არსებულ ვითარებაში ხალხის შეკრება რისკს წარმოადგენს. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანების განწყობა შევამსუბუქოთ. ჩვენ ფიქრებს დიდი ძალა აქვს. კარგად მესმის სირთულეები, გაჭირვება, მაგრამ ჩვენი სოლიდარობითა და ერთად დგომით, ყველაფერს გადავლახავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up