თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

access_time2019-11-29 13:30:35

„რუსული ენისა და კულტურის ცენტრი თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს“- ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა სენატორმა გრიგორი კარასინმა სააგენტო Ria-ს განუცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ოთხშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან მოლაპარაკების შემდეგ იქნა მიღებული.


„ცხადია, რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში დიდ როლს შეეასრულებს რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც თბილისში დეკემბერში გაიხსნება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს საქართველოში დაგეგმულ კულტურულ ღონისძიებებში რუსების მონაწილეობა ინციდენტების გარეშე ჩაივლის“  - განაცხადა კარასინმა.


განიხილებოდა თუ არა ეს საკითხი აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრაზე და რა პოზიცია აქვს ამ თემაზე  რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ამის შესახებ ზურაბ აბაშიძე „კომერსანტთან“ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები მისი ჩამოსვლის შემდეგ იქნება ცნობილი.



„მე მოვისმინე მოკლე კომენტარი იმის თაობაზე, რომ რუსეთის სავიზო ცენტრთან, რომელიც კომერციული სტრუქტურაა ფიქრობენ რუსული ენის კურსების დამატებას. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე არ ყოფილა განხილული ეს საკითხი.  ეს ცენტრი ბუნებრივია, რუსული ენის სწავლებას ისახავს მიზნად. დანარჩენს ჩამოვალთ და გავარკვევთ, მეტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ მაქვს.“ - ამბობს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.


რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს 28 ნოემბერს პრაღაში შეხვდა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქართული მხრიდან, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა ყოფილიყო.

 

 მარიამ მორგოშია

Ria.ru




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up