თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება

თბილისში რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება

access_time2016-03-04 10:12:12

10 მარტს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, რძის პირველი ეროვნული კონგრესი გაიმართება, რომლის მთავარი თემაა - საქართველოს რძის სექტორის სურსათის უვნებლობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება. 


ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, კონგრესს დაესწრებიან სექტორის ექსპერტები, მასალებისა და დანადგარების მომწოდებლები, მწარმოებლები და ფერმერები. ღონისძიების მიზანია, საქართველოს რძის სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის უახლესი სტანდარტების განხილვა  და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელება. 


საქართველოს აქვს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რძის წარმოებისთვის იდეალური აგრო-კლიმატური პირობები და რძის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნა, რაც რძის სექტორს მიმზიდველს ხდის  ინვესტირებისთვის. 


კონგრესზე განსაკუთრებული  ყურადღება იქნება გამახვილებული იმ სირთულეებზე, რომლებიც  საქართველოში  რძის მწარმოებელ  ფერმერებს ხვდებათ.  ეს სირთულეებია: თანამედროვე ფერმების, გადამამუშავებელი კომპანიების  ტექნიკური შესაძლებლობების ნაკლებობა და მათი მოდერნიზაციის საშუალების არქონა. საუბარი ასევე შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეურნეობის მართვის პრაქტიკას - ცხოველთა კვებითა და მათთვის საჭირო გარემოპირობების შექმნით დაწყებული, რძის ჰიგიენით დასრულებული -  რაც რძის ბიზნესში ჩართულმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, იმისათვის რომ შეძლონ რძის პროდუქტიულობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება. 



რძის ეროვნული კონგრესი ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება FAO/EBRD-ის პროექტის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში, ცოდნის გადაცემის გზით (მეორე ფაზა) ფარგლებში. პროექტის ცენტრალური კომპონენტია  ტრენინგი და ცოდნის გადაცემა რძის სექტორში ქართველი ფერმერებისთვის.

 

ჩატარდება პრესკონფერენცია თემაზე: „ინვესტიციები, ხარისხი, კოოპერაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს რძის ბიზნესისთვის- FAO და EBRD-ის პროექტის ერთობლივი პრეზენტაცია“


მონაწილეები:

• მამუკა მესხი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში 

• ბრუნო ბალვანერა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის, მოლდოვის და ბელარუსიის რეგიონული დირექტორი 

• ანდრიი დიკუნ, უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარე 

წამყვანი: ანდრიი იარმაკ, ეკონომისტი, UN FAO. 


მეტი ინფორმაცია:  www.georgiandairy.org. ელექტრონული ფოსტა: office@georgiandairy.org 




პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი
access_time2020-07-02 10:00:33
„საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკითხი დგას ისე, რომ წამგებიანია და ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, რაც ასე არ არის, ბიუჯეტი არაფერს არ აძლევს, უნდა მოხდეს რეორგანიზება და სამართლებრივად სწორი ფორმა მიიღოს. დღეს არის არამოქნილი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრები არიან და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ამიტომ გაუგებარი სიტუაციაა. ეს თუ არ გამოჯანსაღდა, ფონდი ვერც პროექტებს ვერ გააჯანსაღებს. ასე ხელაღებით იმის თქმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ უნდა გავაუქმოთ და არ არის საჭირო ორგანიზაცია,...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...


მსგავსი სიახლეები

up