თბილისში "აკორის" ახალი ბრენდის Ibis Styles-ს სასტუმროს მშენებლობაში 15 მლნ–ს დოლარის ინვესტიცია ხორციელდება

თბილისში "აკორის" ახალი ბრენდის Ibis Styles-ს სასტუმროს მშენებლობაში 15 მლნ–ს დოლარის ინვესტიცია ხორციელდება

access_time2016-11-16 13:00:39

 

დეველოპერული კომპანია „მაქრო კონსტრაქშენი" თბილისის შემდეგ გაფართოვებას რეგიონებშიც გეგმავს. როგორც „კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, სამომავლოდ კომპანია ახალი პროექტების კუთხით განვითარებას გეგმავს. „მაქრო კონსტრაქშენის" მიერ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ AccorHotels ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული სასტუმროების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს 95 ქვეყანაში 4 130 სასტუმროს ფლობს.

 

 

მათი პირველი პროექტი თბილისში Mercure Tbilisi Old Town იყო, რომელიც 2015 წლის ივნისში გაიხსნა, ხოლო მეორე პროექტი არის IBIS Styles Tbilisi Centre, რომელიც 2017 წლის მარტში გაიხსნება. IBIS Styles Tbilisi Centre მიმზიდველი პროექტია, მისი მდებარეობა ინტერესს აორმაგებს, რადგან სასტუმრო თბილისის ცენტრშია განთავსებული.

 


 

უჩვეულო და პოზიტიური დიზაინი სტუმრებს განწყობას შეუქმნის. სასტუმროს საინვესტიციო მოცულობა 15 მილიონი დოლარია, იგი დასვენების, ბიზნეს მოგზაურებისათვის, საშუალო და ეკონომ კლასისათვის იქნება განკუთვნილი. სასტუმრო 3 ვარსკვლავიანია. მთლიანობაში სასტუმროში 7 სართული და 118 ოთახია. მეხუთე სართულზე იქნება ბარი საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება და რესტორანი პირველ სართულზე.

 

 

მშენებლობის დასრულება და გახსნა 2017 წლის მარტშია დაგეგმილი. სასტუმრო 5 859 კვადრატული მეტრია.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირება - რას გულისხმობს დიმიტრი ქუმსიშვილის მოსაზრება

დღგ-ის 18%-დან 10%-მდე შემცირება - რას გულისხმობს დიმიტრი ქუმსიშვილის მოსაზრება
access_time2020-09-19 17:00:14
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოდის ინიციატივით, გაიხსნას დიალოგი დამატებული ღირებულების გადასახადის გარკვეული პერიოდით შემცირების საკითხზე. ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობის ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ამჟამად კერძო სექტორს წარმოადგენს, bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილი პანდემიის პერიოდში გიორგი გახარიას მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების თუ ინიციატივების შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან თვლის, რომ ეს მისი მხრიდან არასწორი იქნება,...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...


მსგავსი სიახლეები

up