თბილისში ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

თბილისში ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

access_time2017-11-27 16:15:36


„საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, ქარვასლაში ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება „ქართული ჩაი 170 წლისაა“ გაიმართა.


ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა ჩაის მწარმოებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიებმა მიიღეს. ღონისძიებას სპეციალურ სტუმრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობის, ჩაის ინდუსტრიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც მიიღო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ჩაის აღორძინების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი იანჩი; საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი; პეკინის სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჩენ კუოჭანი; ხანთანიუენის საერთაშორისო ჰოლდინგის პრეზიდენტი კუო ჭ’ხუნი; აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს ხელმძღვანელი ლუ ძიენჭუნი. ასევე, ლიუ ძძუინჭოუს (ჩინელი მეწარმე, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში ჩაის კულტურის განვითარებას) შვილთაშვილი, ლიუ ჩი.


საიუბილეო ღონისძიება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გახსნა. საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიის შესახებ პრეზენტაციები „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტებმა გააკეთეს. გამომსვლელებმა საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარებისა და ამ მიმართულებით განსახორციელებელი სტრატეგიული გეგმების შესახებ ისაუბრეს.



„საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტი ქართული ტრადიციული დარგების აღორძინება-განვითარება და კომერციალიზაციაა. ფონდი ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ჩაის ინდუსტრიის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ჩაის მწარმოებელთა ლიდერ ოთხეულში შედიოდა. მაშინ უფრო მეტი ჩაი მხოლოდ ჩინეთში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში იკრიფებოდა. ეს ფაქტი მხოლოდ დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა. ძველი დიდებისგან კი უმეტესწილად გატყევებული ჩაის პლანტაციები დარჩა. დღეს ჩაის ინდუსტრია ერთეული კომპანიების ძალისხმევაზე დგას და ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. ქართული ჩაი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ უნდა მოექცეს და საქართველო ისევ უნდა გახდეს ჩაის ექსპორტიორი ქვეყანა“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


შეგახსენებთ, რომ 2017 წელი ქართული ჩაის საიუბილეო თარიღია. ჩინური ჩაის ბუჩქები საქართველოში 170 წლის წინ დაირგა. თუმცა, ჩაის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ 1809 წელს მამია გურიელმა გამოხატა და საკუთარ ბაღში ჩაის ბუჩქი დარგო. ქართული ჩაის ინდუსტრიული ისტორია 1847 წლიდან იწყება. ჩაის პირველი ჩინური ბუჩქები ოზურგეთში, სააკლიმატიზაციო ნაკვეთში დაირგა, რომელიც სოჭის ბოტანიკური ბაღიდან გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის განკარგულებით გადმორგეს. 1893 წელს ლაუ ჯონ ჯაუ-მ საქართველოში მონო პლანტაციები გააშენა. საერთაშორისო აღიარება ქართულმა ჩაიმ პირველად 1900 წელს, პარიზში მოიპოვა , სადაც იგი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.


„საპარტნიორო ფონდის“, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიერ გამართული ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიეიბის ფარგლებში, საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის ღვაწლმოსილი სპეციალისტები დააჯილდოვეს.


ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიების „ ქართული ჩაი 170 წლისაა“ მხარდამჭერია საქართველოში ჩაის მწარმოებელი კომპანია „გურიელი“.






„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს

„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს
access_time2020-10-20 10:00:08
მმართველი გუნდის ეპიდსიტუაციასთან გამკლავების სტრატეგიას განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, აქტიურად აკრიტიკებს თითოეული მოწინააღმდეგე პარტია. თუმცა ... ორ კვირაში არჩევნებია, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს.  „კომერსანტი“ დაინტერესდა თავად პარტიებს რა გეგმა აქვთ რა გამწვავებულ ეპიდსიტუაციასთან გასამკლავებლად, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა მათ პროგრამაში, გარდა ეკონომიკური პროგრამებისა, რომელზეც დაუსრულებლად...

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...


მსგავსი სიახლეები

up