თბილისში პირველი მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნება

თბილისში პირველი მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნება

access_time2016-08-12 11:08:47

 

თბილისში სექტემბრიდან პირველი მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნება. საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - „სილიკონ ველი თბილისი“ აითი აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გააერთიანებს. 



„სილიკონ ველი თბილისში“ მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება შეეძლებათ. 



პროექტის ფარგლებში „სილიკონ ველი თბილისში“ ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით.



პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ. 



„ეს არ არის შორეული პერსპექტივა. ეს მოგვცემს ძალიან სწრაფად იმ შედეგებს, რომ ჩვენთან მომზადებული და განათლებამიღებული კადრები ძალიან სწრაფად გახდებიან მოთხოვნადი და წარმატებული არა მხოლოდ ქართულ ბიზნესკომპანიებში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ქართველ სპეციალისტებს აღარ მოუწევთ განათლების მიღება და გადამზადება უცხოეთში, რათა წამყვან კომპანიებში დასაქმდნენ. „სილიკონ ველი თბილისი“ მათ შესაძლებლობას მისცემს ადგილზე შეიძინონ საჭირო უნარები და მუშაობა დაიწყონ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ, ტექნოლოგიურ კომპანიებში“, - აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხეილ ბატიაშვილი. 



„სილიკონ ველი თბილისში“ განთავსებული ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განათლების სამ საფეხურს მოიცავს - ბაკალავრიატს, მაგისტრატურასა და დოქტურანტურას. პროგრამა ორიენტირებული იქნება მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, ინოვაციური პოტენციალის წახალისებაზე, მეწარმეობისა და მენეჯმენტის საბაზრო უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რაც საბოლოოდ კურსამთავრებულს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების საშუალებას მისცემს. 



მაღალტექნოლოგიურ სპეციალისტებსა და პროგრამულ ინჟინრებს მოამზადებს „სილიკონ ველი თბილისში“ მდებარე აითი აკადემია, სადაც ქართველ სტუდენტებს გამოცდილებას ისრაელელი სპეციალისტები გაუზიარებენ. 




მაღალი ტექნოლოგიების სექტორში და სტარტაპების განვითარებაში ისრაელი ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანაა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მხრივ უდიდეს პროგრესს მიაღწია. 



Israel Venture Capital Research-ის ინფორმაციით, 2015 წელს ისრაელში სტარტაპების საერთო რაოდენობამ 1 400-ს მიაღწია. აქედან 373 კომპანიამ ჯამში 3,58 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მიიღო, 69 სტარტაპ კომპანია კი ჯამში 5,41 მილიარდ დოლარად გაიყიდა. ერთ სულ მოსახლეზე მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიების რაოდენობით, რომლებიც ბაზარზე ორიენტირებულ პროდუქტს ქმნიან, ისრაელი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. მაღალი ტექნოლოგიები ქვეყნის ექსპორტის 70%-ს აღწევს. ყოველივე ამის ფონზე ისრაელში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა - Intel, Microsoft, IBM, რომლებიც ქვეყანაში კვლევებსა და განვითარებას ეწევიან, საკუთარი ოფისები აქვთ „გუგლს“, „ფეისბუქს“, Apple-ს, Yahoo-ს. 



„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საქართველოში, ამ საოცარ ქვეყანაში. ჩვენი ცენტრი ისრაელში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო და ტრენინგ ცენტრია, სადაც ყოველწლიურად15 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს განათლებას და მოთხოვნად სპეციალობებს ეუფლებიან. გვინდა ეს გამოცდილება საქართველოსაც გავუზიაროთ, მოვამზადოთ მაღალ ტექნოლოგიური სპეციალისტები, პროგრამული ინჟინრები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა“, - აღნიშნავს დროდ შრემი, ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენელი. 

 


აკადემიაში ასევე იქნება გადამზადების ცენტრი, სადაც ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, მოხდება კადრების მომზადება კომპანიებისთვის. 


სწავლის პირველ საფეხურზე ყოველდღიურად, 10 საათის განმავლობაში აკადემიის სტუდენტებისთვის განთლების მიღება და მათი დატრენინგება მოხდება.მეორე ეტაპზე ისინი განავითარებენ თავიანთ შესაძლებლობას, მესამე საფეხურზე კი საკუთარ ბიზნეს იდეების განხორციელებაზე იმუშავებენ. 



ტერმინი სილიკონის ველი კალიფორნიელ მეწარმე რალფ ვაერსტს ეკუთვნის. მისმა მეგობარმა ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა 1971 წლის 11 იანვარს Silicon Valey USA უწოდა სტატიების სერიას ყოველკვირეულ Electronic News-ში. სტატიებში ჰოფლერი მკითხველს უყვებოდა სან ფრანცისკოს სამხრეთით მდებარე სანტა კლარას შესახებ, სადაც მსხვილი ამერიკული IT კომპანიების შატბ-ბინები იყო თავმოყრილი.



დღეს სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში, 386 ათასზე მეტი მაღალკვალიფიციური კადრი მუშაობს, რაც "სილიკონ ველის" უფლებას აძლევს აშშ-ში უმსხვილეს ტექნოლოგიურ ცენტრად იწოდებოდეს. "სილიკონ ველის" შემოსავალი აშშ-ის მასშტაბით ანალოგიურ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. 

 

ipn.ge




ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე...

მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს
access_time2022-01-20 15:00:05
ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება. ,,ლოკოკინა...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...


მსგავსი სიახლეები

up