თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა

access_time2016-09-16 15:59:15

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. ცენტრის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და ხაზი გაუსვა „სილიკონ ველი თბილისის" დაარსების მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი დიდ დახმარებას გაუწევს პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს, რათა კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი ბიზნესიდეები.

 


"მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვხსნით სრულიად ახალ, პირველ კერძო მაღალტექნოლოგიურ ცენტრს - „ სილიკონ ველი თბილისი". ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და ძალიან მოხარული ვართ, რომ პირველი კერძო ინვესტიცია არის მაღალტექნოლოგიური მიმართულებით. სასიხარულოა, რომ მთავრობის ინიციატივები, რომლებიც დაწყებული იყო შარშან - პირველი ტექნოპარკის გახსნა, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულების განვითარება, ასე აიტაცა კერძო სექტორმა. ჩვენ ძალიან გვახარებს კომპლექსური ხედვა, რომელიც ამ ჯგუფს აქვს და ის ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება, რომელიც აქ არის. ეს არის სკოლა, მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი, IT საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება, ლაბორატორიები, ტრენინგცენტრები და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ინოვაციური აზროვნების და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას ქვეყანაში," - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალტექნოლოგიური ცენტრში დაინერგება დუალური სწავლების მოდელი, რაც გულისხმობს სწავლის პარალელურად, სტუდენტების სამუშაო ადგილით უზრუნველყოფას.
„ძალიან კარგია, რომ ამ ცენტრის ბაზაზე იმუშავებს დუალური განათლების პროფესიული განათლების მოდელი, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებს სწავლას და მუშაობას და პირდაპირ მიმართულია დასაქმებისკენ და პირდაპირ ეხმიანება მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, თბილისში მშენებარე სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად, უდიდესი მასშტაბის იქნება.
„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში დაიწყო უპრეცედენტო, საუკუნის პროექტის - ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, ეს გახლავთ ერთი მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც თბილისში არსებულ ტექნოლოგიურ ინსტიტუთთან ერთად, ერთ დიდ, ძალიან მნიშვნელოვან კომპლექსს ქმნის და აშენების შემდეგ გადმოეცემა სახელმწიფოს. ეს არის პროექტი, რომელიც ძირეულ ცვლილებებს შეიტანს საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების და მთლიანად ტექნიკური განათლების მიმართულებით და იქნება თვისობრივი ცვლილების შემტანი ქვეყნის განვითარებაში." - განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის მოსწავლეებს და მათ წარმატებები უსურვა.

 


„სასწავლო წლის დაწყება მნიშვნელოვანი თარიღია ყველა ბავშვის ცხოვრებაში. მე ძალიან კარგად მახსოვს შერეული ემოციები, ერთი მხრივ მეგობრების ნახვის სიხარული, მეორე მხრივ ცოტა სიზარმაცეც სწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაფერი ერთად ეს არის ბავშვების ძალიან თბილი, დადებითი ემოციები. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები!"

 

 

 

„სილიკონ ველი თბილისში" მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს შეეძლებათ საკუთარი ბიზნესიდეების სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება და შესაძლებლობების გაფართოება. პროექტის ფარგლებში ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით. „სილიკონ ველი თბილისის" პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.

 



აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up