თბილისში პირველად საერთაშორისო ფორუმი “State and IT Eurasian Forum“ გაიხსნა

თბილისში პირველად საერთაშორისო ფორუმი “State and IT Eurasian Forum“ გაიხსნა

access_time2020-09-15 21:00:59

თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „StrategEast State and IT Eurasian Forum“ გაიხსნა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. ფორუმი ორგანიზებულია აშშ-ში დაფუძნებული „StrategEast“ ცენტრის მიერ, რომელიც ყოველწლიურად თავს უყირის IT - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაში გაიმართა, ხოლო წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს.


ფორუმი თავს უყრის IT ინდუსტრიის ლიდერებს, მაღალი რანგის ამერიკელ, ევროპელ და რეგიონის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს, „Think Tank“-ებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გლობალურ ტექ-ანტერპრენერებს.


COVID-19 პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფორუმი იმართება უჩვეულო - ონლაინ და ოფლაინ ფორმატებით. მონაწილეთა ერთი ნაწილი ისაუბრებს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიის დარბაზიდან, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც საქართველოში არ იმყოფება, ღონისძიებას ონლაინ კონფერენციის ფორმატით შემოუერთდება. ღონისძიების პირდაპირი ეთერი საშუალებას მისცემს თემით დაინტერესებულ აუდიტორიას ონლაინ ადევნოს თვალი ფორუმის მსვლელობას.


ფორუმის მთავარი მომხსენებელია პროფესორი ბეატა ჯავორიკი (Prof. Beata Javorcik) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი. ფორუმის დადასტურებულ გამორჩეულ მომხსენებლებს შორის ასევე არიან:


არკადი დობკინი - EPAM Systems, პრეზიდენტი (აშშ);
დოქტორი კაუშ არჰა - USAID სტრატეგიული ჩართულობის უფროსი მრჩეველი;
დოქტორი გრიგორი ასმოლოვი - კინგს კოლეჯი (UK);
სებასტიან მოლინესი - მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი (USA);
ალექსანდრე ბორნიაკოვი - ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილე (Ukraine);
ვიტალი ტარლევი - ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი (Moldova);
რაშად აზიზოვი - ინოვაციებისა და ციფრული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ტრანსპორტის, კომუნიკაციების და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრო (Azerbaijan);
პაველ კოკტიშევი - ნაციონალური საინფორმაციო კომუნიკაციების ჰოლდინგის „ZERDE” საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (Kazakhstan);
ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე (Georgia);
ნიკოლოზ გაგუა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე (Georgia);
თამარ ქიტიაშვილი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე (Georgia);
ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.


StrategEast State and IT Eurasian Forum - ის პლენარულ და პანელურ სესიებზე განხილული იქნება შემდეგი თემები:


● შრომის ბაზრის ტექნოლოგიური მომავალი;


● საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია;


● ციფრული მდგრადობა;


● ტექნოლოგიური განათლება;



● მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება;


● ხელოვნური ინტელექტი;


● IT ინდუსტრია საქართველოში;


● სტარტაპები;


● ცენტრალური აზია, როგორც ახალი IT ჰაბი;


● გლობალური განვითარების სააგენტოების როლი IT ინდუსტრიაში.


წელს ფორუმის წამყვან თემად შეირჩა ტექნოლოგია, როგორც წამალი - ფორუმის მონაწილეები IT ინდუსტრიას განიხილავენ, როგორც ისეთი გლობალური კრიზისების მოგვარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.


ფორუმის განრიგი:


პლენარული სესიები - 16 სექტემბერი 9:30-18:30 სთ.


ღონისძიების ადგილი: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, პირველი რესპუბლიკის მოედანი # 1.


ფორუმის ორგანიზატორი: StrategEast center (USA)


საკონტაქტო: vakhtang.asanidze@strategeast.org


მონაწილეთა და და ფორუმის დღის წესრიგის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://Forum.strategeast.org/Forum-2020/


2nd StrategEast State and IT Eurasian Forum -ის პარტნიორები არიან:


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up